среда, 30 апреля 2014 г.

წარმატების ფსიქოლოგია

წარმატების ფსიქოლოგიაზე საუბრისას, შეუძლებელია განწყობის ფსიქოლოგიისთვის გვერდის ავლა, ამიტომ ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ, რა არის განწყობა და ზოგადად რას ნიშნავს განწყობის თეორია.

განწყობა არის სუბიექტის მთლიანი მდგომარეობა, რომელიც გამოხატავს მის მზაობას კონკრეტული ქცევის შესასრულებლად ( აუცილებელია, შევძლოთ განვასხვაოთ განწყობა და განწყობილება ერთმანეთისგან. განწყობა საზოგადოებაში დამკვიდრდა, როგორც ადამიანის ემოციების და განცდების გამომხატველი სიტყვა, ტერმინი . სინამდვილეში, ეს უკანასკნელი ქცევისთვის მზაობას აღწერს და შეცდომით გამოიყენება განწყობილების ნაცვლად) .


შესაბამისი განწყობის არსებობის გარეშე ადამიანი ვერაფერს გააკეთებდა, ყველა ფსიქიკურ პროცესს, ყველა ჩვენს ქცევას განწყობა ამოძრავებს და აძლევს მიმართულებას.

ნებისმიერ ქცევას, აუცილებლად წინ უსწრებს განწყობის აღმოცენება. იმისათვის რომ აღმოცენდეს ქცევა და შესაბამისად, ამ ქცევის ადეკვატური განწყობა, საჭიროა, არსებობდეს მოთხოვნილება (რომელსაც მომავალი ქცევის საშუალებით დავიკმაყოფილებთ) , სიტუაცია, რომელიც მოიცავს ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების ფაქტორებს და მოთხოვნის შესაბამისი რესურსები, ინტრუმენალური შესაძლებლობები.

ხშირ შემთხვევაში ქცევა, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე - განწყობის შედეგია, გაუცნობიერებლად, მექანიკურად სრულდება. როგორც კი გაჩნდება დაბრკოლება, იმ სამი კომპონენტიდან, რომელიც სქემაზე1_ა მოცემული, ხდება "პრობლემის" გაანალიზება. ანუ ინდივიდი აცნობიერებს რისთვის ან რატომ სჭირდება ამა თუ იმ ქცევის განხორციელება.

წარმატება, ეს თემაა, რომელზეც ყველა ადამიანი ფიქრობს და ცდილობს რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე დაისახოს მიზანი და შემდეგ მის მისაღწევადიბრძოლოს. თუმცა, დამეთანხმებით არც ისე მარტივია იმ დაბრკოლებების გადალახვა რაც მიზნის მისაღწევ გზაზე გვხვდება. ზოგი უბრალოდ ნებდება და წყვეტს ბრძოლას,ზოგი კი გამოსავალს პოულობს.
სქემა2-ზე კარგად ჩანს ის ფაქტორები რაც წარმატების, ანუ მიზნის მიღწევის დროს გასათვალისწინებელია.
დავიწყოთ იმით, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად გამორჩეული ადგილი მოტივაციას უჭირავს. თუ არაა მოტივაცია, შეუძლებელია ვისაუბროთ მიზანზე. ეს ორი ცნება, მარტივად რომ ვთვქთ, უერთმანეთოთ ვერ იარსებებენ.
მოტივაციის შემდეგ, ნამდვილად გასათალისწინებელია გზა, რომლითაც აპირებ რომ მიაღწიო "მწვერვალს" . ყველაზე მთავარი, ამ უკანასკნელში ისაა რომ, გავითავისოთ - შეუძლებელია ერთი ხელის მოსმით მიიღო ხარისხიანი და სასურველი შედეგი. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ზედმეტი ძალისხმების გარეშე იღწბ შედეგს, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს ის შედეგი იქნება რისი მიღწევაც დაგეგმილი გქონდათ. აუცილებელია რაღაც საფეხურებად, პუნქტებად დაიყოს გზა, რათა მოხდეს ძალების სწორი გადანაწილება ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე.

შესაძლებლობებს რომ თავი დავანებოთ, დომინირებს ისეთი ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ეკოლოგიურობა და რისკების პროგნოზირება. ასევე საკუთარი რესურსების გარდა გასათვალისწინებელია გარე რესურსები, რომლის მართვა და წინასწარ ჭვრეტა ნაკლებად სავარაუდოა. ამიტომ უმჯობესია ფოკუსირება მოვახდინოთ ჩვენს შესაძლებლობებზე, რათა გარეშე ფაქტორები არ გადაიზარდოს რისკის ფაქტორებში (ეს უკანასკენლი ისედაც საკმარისად გვხვდება ცხოვრებაში, და ჩვენი მხრიდან დაუფიქრებელი და არასერიოზული ნაბიჯი იქნება, ხელოვნურად შევიქმნათ რისკები, რომლის თავიდან არიდებაც სავსებით შესაძლებელია) . თუმცა შეუძლებელია რისკის გარეშე ცხოვრება. თუ არ გარისკე, მთელი ცხოვრება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა შეგაწუხებს, რომ შეგეძლო მეტი გაგეკეთებინა და არ სცადე, იმის შიშით, რომ ისიც არ დაგეკარგა რაც გქონდა. ჭკვიან ადამიანი, კრახის შემთხვევაშიც შეძლებს გამოსავლის მოძებნას, რადგან არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია. თუკი არსებობს პრობლემა იქვეა გამოსავალიც, უბრალოდ თვალების ფართოდ გახელვა, მისი მოძებნა და შემდგომში მუშაობა გვჭირდება მასზე, რომ ამოვძვრეთ ამ სიტუაციიდან და გავაგრძელოთ გზა წარმატებისკენ. 
რაც შეეხება ეკოლოგიურობას, ის ალბათ ხვდებით, რომ არავითარ კავშირში არაა ბუნებასთან და მის სისუფთავესთან. ეს ტერმინი აღნიშნავს ადამიანის მორალურ კრიტერიუმებს და ფასეულობებეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანი ხშირად დგება დილემის წინაშე. ამ დროს მან უნდა აირჩიოს რა არის მისთვის პრიორიტეტული მოცემულ სიტუაციაში. მაგალითად, უღირს მას, რომ გარშემომყოფების კეთილგანწყობის ხარჯზე მიიღოს ის რასაც ლამობს, თუ ურჩევნია და დათმოს პირადი კეთილდღეობა, რადგან მისთვის პრიორიტეტს ახლობელი ადამიანის აზრი წარმოაგდენს.

ეს ყველაფერი დაფიქრებას და დიდ დაკვირვებას საჭიროებს. ყველაზე მთავარი კი მაინც ისაა, რომ სწორად და ობიექტურად გავაანალიზოთ ის სირთულეები, რომელიც მიზნის მიღწევისას შეგვხვდება. ფაქტების სიღრმისეული ჭვრეტა დაგვეხმარება, სწორად დავგეგმოთ გზა რომელსაც გავივლით წარმატების მისაღწევად.

ავტორი: ნუცა ხრიკული

Комментариев нет:

Отправить комментарий