среда, 30 апреля 2014 г.

რა არის აუტიზმი ნიჭი თუ ავადმყოფობა?!

აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებზე. იგი თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი 3 წლის განმავლობაში. პირველად აუტიზმი 1943 წელს აღწერა Leo Kanner –მა ადრეული ბავშვობის აუტიზმის სახელით. იგი გამოყოფდა აუტიზმისთვის დამახასიათებელი შემდეგი ნიშნებს:
• სოციალური ურთიერთობების დამყარების უუნარობა;
• კომუნიკაციის მიზნით მეტყველების გამოყენების შეუძლებლობა;
• ცვლილებებისადმი ძლიერი რეზისტენტობა;
• საგნებით გატაცება ;
• ამ მახასიათებლების გამომჟღავნება 30 თვის ასაკამდე;
რა არის დაავადების მიზეზი?
აუტიზმის გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა ფიქრობენ, რომ მის აღმოცენებაზე გავლენას ახდენს :
• ნეიროტრანსმიტერების ფუნქციის დარღვევა
• გენეტიკიური ფაქტორები და მემკვიდრეობითობა
• გარმოს მავნე ზემოქმედება
გამომდინარე იქიდან, რომ უკანასკნელ ხანს აუტიზმს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, რაც მისი გახშირებით აიხსნება, ოჰაიოს შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ორსულებს, რომლებმაც ორსულობის 24-28-ე კვირას გადაიტანეს ძლიერი სტრესი (მაგალითად, ახლობლის სიკვდილი, სამსახურიდან დათხოვნა ან ძლიერი შიში), დიდი შანსი აქვთ, აუტიზმით დაავადებული შვილები გაუჩნდეთ. სტრესი - ამ დაავადების გამომწვევი უხშირესი მიზეზი.

რამდენად ხშირია აუტიზმი?
აუტიზმი გვხვდება მსოფლიოს მოსახლეობის ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის პირთა შორის; აუტისტური სპექტრის აშლილობათა სიხშირე თანდათან იმატებს, ამ ტიპის აშლილობა 2000–იდან 5 კაცს ჰქონდა, 2001 წელს –1000 –იდან დაახლოებით 17–ს, ხოლო 2009 წელს აშშ–ის –იდან 17 წლამდე ასაკის მოსახლეობაში აუტისტური სპექტრის აშლილობა აღმოაჩნდა 67 300 ადამიან ანუ გადააჭარბა 1% და გახდა 1,1%ანუ 60 –იან წლებთან შედარებით 4–ჯერ მოიმატა. ბოლო დროის მონაცემებით მიხედვით ყოველი 1000 ბავშვიდან 6– ს ემართება. თუმცა, იმის მიხედვით თუ როგორი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ სპეციალისტები, შემთხვევათა პრევალენსი 2–იდან 10 შემთხვევამდე მერყეობს 1000 მოსახლეზე. ამასთან , აუტიზმი 4–5 –ჯერ უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.

რა ძირითადი პრობლემები გვხვდება აუტიზმის დროს ?
ზოგიერთი მკვლევარი აუტისტი ბავშვების დახასიათებისას იყენებს ტერმინს „ემოციური წონასწორობის დარღვევა“. აუტიზმი განსხვავებულია სიმძიმისა და სიმპტომების მიხედვით, ამიტომ ამ მდგომარეობის ძირითადი პრობლემების განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აუტისტ ბავშვებს განსაკუთრებით უჭირთ სოციალური ქცევა, ადამიანებთან ურთიერთობა, მეტყველების დაუფლება. აუტიზმის შემთხვევაში შემდეგ ძირითად პრობლემებს ვხვდებით:
• მეტყველების გამოყენების, ან გაგების დარღვევა: მეტყველება ხასიათდება პერსევერაციებით, ექოლალიებით, სტერეოტიპულობითა და უჩვეულობით;
• მეტყველების გამოყენება კომუნიკაციის მიზნით ვერ ხერხდება;
• მშობლებთან, მასწავლებლებთან და მომვლელებთან ურთიერთობის დამყარების უნარის დაქვეითება;
• თანატოლებთან ურთიერთობის დამყარების უუნარობა;
• სხვისი აზრისა და ემოციების გაზიარების შეუძლებლობა;
• წარმოსახვითი როლური თამაშის უნარის დაქვეითება, ან შეუძლებლობა;
• ინტერესების ძლიერი შეზღუდულობა;
• სიტუაციის, ყოველდღიური განრიგისა და აქტივობების ცვლილებისადმი ძლიერი რეზისტენტობა;
• ჩამორჩენა გონებრივ განვითარებაში;
• სტერეოტიპული ქცევები და სხეულის მოძრაობები;
• თვითდამაზიანებელი და აგრესიული ქცევა;
• თვით–სტიმულაცია;
• შიშები და მაღლი შფოთვა;
პრობლემის იდენტიფიკაციასთან ერთად მეტად მნიშვნელოვანია აუტიზმის მქონე ბავშვის ძლიერი მხარეების შეფასება. ბავშვს შესაზლებელია ქვემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობებიდან ერთი ან რამდენიმე კარგად განვითარებული უნარი ჰქონდეს:
• არავერბალური ინტელექტი;
• ხატვა;
• გამორჩეული მხედველობითი მეხსიერება;
• მხედველობით– სივრცითი უნარები;
• მუსიკალური უნარი;
• კომპიუტერისადმი ინტერესი და მისი გამოყენების ადვილად ათვისება.

როგორ ხდება აუტიზმის დიაგნოსტირება?
დიაგნოსტიკური კრიტერიუმების გამოყენება 3 წლიდან არის შესაძლებელი, რადგან მანამდე ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია. კლინიკური პრაქტიკა და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დიაგნოსტიკური ეფექტურობის გაზრდისთვის აუცილებელია:
• მშობლის მხრიდან ჩვილების სერიოზული შეფსება;
• ბავშვის განვითარების დეტალური მონიტორინგი, არა მხოლოდ მოტორიკისა და შემეცნებითი უნარების, არამედ ემოციური და სოციალური სფეროსიც;
• პედიატრისა და ბავშვთა ნებროლოგის მიერ ბავშვის განვთარების შეფასებისას პერვესიული აშლილობის სადიაგნოსტიკო სკრინინგს აუცილებლობა;
• ეჭვის შემთხვევაში, სამუშაო დიაგნოზის მიღება და ბავშვის მხელმეორე შეფასება 3 თვის შემდეგ.
იდეალურ შემთხვევაში ბავშვის შეფასება უნდა მოხდეს მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ, რომელშიც გაერთიანებულნი არიან: პედიატრი ან ნევროლოგი, ნეიროფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ბავშვთა ფსიქიატრი, ოკუპაციური თერაპევტი. ბავშვის შეფასება ხდება მშობლებისა და მასწავლებლოს ინტერვიუირების , ბავშვის ქცევაზე დაკვირვების და ფსიქომეტრული ტესტების მონაცემების საფუძველზე. ასევე ახალი აღმოჩენაა ის ფაქტი, რომ მულტფილმები დიაგნოზის დასმაში გვეხმარებიან
ბრიტანელი მეცნიერები თვლიან, რომ იმის მიხედვით, თუ როგორ უყურებს პატარა მულტფილმებს, აუტიზმის დიაგნოსტირება შესაძლებელია. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ჯანმრთელი ჩვილი სიცოცხლის პირველივე თვეებში რეაგირებს მულტგმირების მოძრაობებზე, ხოლო აუტიზმით დაავადებულები ჩვილები მხოლოდ ხმებზე რეაგირებენ. ასეთი დაკვირვება საშუალებას იძლევა, აუტიზმის ნიშნები დაავადების ადრეულ სტადიაზევე გამოვლინდეს და მკურნალობა დროულად დაიწყოს.

როგორ მკურნალობენ აუტიზმს?
მკურნალობა კომპლექსურია და მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. აუტიზმით დაავადებული არ იკურნება, მაგრამ სწავლობს, იყოს დამოუკიდებელი, საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ითვისებს სოციალური ადაპტაციის ჩვევებს. თერაპია მოიცავს დამამშვიდებელ საშუალებებს, დიეტას, ფსიქოსოციოლოგიურ მეთოდებს, აუდიოვოკალურ ტრეინინგებს. აუცილებელია მუდმივი სპეციალური სამკურნალო ფიზკულტურა, რათა ბავშვი სწორად ფლობდეს თავის სხეულს. მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი რგოლია აუტიზმით დაავადებული ბავშვების ოჯახების ურთიერთობა გამოცდილების გაზიარების მიზნით. ეს მათ ყოველდღიური მრავალრიცხოვანი ყოფითი პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. დაავადება უმეტესად ქცევითი ცვლილებებით მჟღავნდება. მშობლებს დიდი ყურადღება და დაკვირვება მოეთხოვებათ, რათა უმნიშვნელო გადახრაც კი დროულად შეამჩნიონ.
აუტიზმის შემთხვევაში თერაპია ან დახმარება მიმართულია ცალკეული ინდივიდის სპეციფიკური სიმპტომების შემსუბუქებაზე. ამ თვალსაზრისით ერთ–ერთი ეფექტური გზაა ქცევითი მოდიფიკაცია. იგი წარმოადგენს გეგმაზომიერი და ინტენსიური სწავლებს მეთოდს, რომელიც მუშავდება ინდივიდუალურად ცალკეული ბავშვისთვის და ძირითადად მიმართულია ქცევის მართვაზე, მისაღების კომინიკაციური ქცევის განმტკიცებაზე და სოციალური ინტერაქციების გაუმჯობესებაზე. სწავლების პროცესში თერაპევტები ცდილობენ დადებითად განამტკიცონ კომუნიკაციური აქტივობები, მისაღები ქცევა და შეამცირონ არაადეკვატური, უმართავი ქცევის აღმოცენების ალბათობა.
მშობლების განათლება და ტრენინგი – ასევე ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიაა აუტიზმის მკურნალობისას. ტრენინგი უზრუნველყოფს თერაპიულ დახმარებასთან ერთად ბავშვის ქცევის გაგებას და მართვას მშობლების მიერ, მშობლების შფოთვის შემცირებას, ბავშვის სწავლებისათვის საჭირო პირობების შექმნას ოჯახში, ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე სახლის გარემოს მოწყობასა და ორგანიზებას. კვლევებმა ცხადყო, რომ ამ ბავშვებს, რომელთა მშობლებსაც უტარდებოდათ ინტენსიური ტრენინგი და საგანმანათლებლო საუბრები, ბევრად უფრო უკეთესი თერაპიული და სწავლების შედეგები ჰქონდათ.
არ არსებობს აუტიზმის მკურნალობის სპეციფიკური ფარმაკოლოგიური მეთოდი.


საქართველო შეუერთდა აუტიზმის შესახებ ცოდნის მსოფილო დღეს, რომელიც ყოველწლიურად 2 აპრლს აღინიშნება და რომელსაც განვითარებული მსოფლიო უკვე რამდენიმე წელია აღნიშნავს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ თარიღი 2007 წლის 18 დეკემბერს დააწესა.

ავტორი: ნინი მარეხაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий