среда, 30 апреля 2014 г.

ALL WE NEED IS ? ? ?

სხეულზე მიმართული ფსიქოთერაპია
ფსიქოლოგიაში არსებობს განხრა „სხეულზე მიმართული თერაპია“. მისი ფუძემდებლები და მიმდევრები დარწმუნებული არიან, რომ ფსიქოლოგიური და სომატური პრობლემების უმრავლესობა გადაიჭრება, თუ საშუალებას მისცემთ სხეულს მოყვეს პრობლემის შესახებ, რადგან სხეულს ახსოვს ყველაფერი, ის იმახსოვრებს თქვენ
გრძნობებს, განცდებს, უარყოფით ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

ჩახუტება-ტკივილისა და ავადმყოფობის გამანადგურებელი
როცა ძვირფას ადამიანებს ვეხუტებით ორგანიზმში გამომუშავდება ბედნიერების და კმაყოფილების ჰორმონი-ენდორფინი. ასევე სიმშვიდის ჰორმონი-ოქსიტოცინი. ჩახუტება აჩვენებს ადამიანს, რომ ის მარტო არ არის, რომ შენ მას იცავ, ანუ დაკმაყოფილებულია მთავარი-გადარჩენის ინსტინქტი.იგი დეპრესიის შემსუბუქების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია. ამცირებს სტრესს და სიმშვიდის შეგძნებას გვანიჭებს. ეს ციდან ჩამოვარდნილი სასწაული არაა. კვლევებმა აჩვენა, რომ ჩახუტებას შეუძლია შეამციროს სისხლის წნევა, შესაბამისად მცირდება ინფაქტისა და ინსულტის განვითარების რისკიც.

ჩახუტება გვასწავლის სიყვარულს
ბავშვი, რომელსაც გულში არ იკრავენ, არ ეხებიან- ჩამორჩება განვითარებაში, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ვერ გამოხატავს ემოციებს. რაც პირდპი კავშირშია ფობიების, ფსიქოპათიების, სოციოპათიების, ანტისაზოგადოებრივი საქციელისკენ. ამიტომ ჩახუტება, გულში ჩაკვრა გამოხატავს არამარტო ურთიერთობას, არამედ გვასწავლის სიყვარულს. დეპრესიაში მყოფი ადამიანის ორგანიზმში ჩახუტების შემდეგ იკლებს სტრესის ჰორმონის კორტიზოლის დონე, რის გამოც ადამიანი შვებას გრძნობს. როდესაც ვინმეს ვეხუტებით, ჩვენში ჰორმონი გამოიყოფა, რომელსაც ოქსიტოკინი (oxytocin) ეწოდება. ცნობილია,როგორც “სიყვარულის ჰორმონი”. ასე რომ თუ ცუდად გრძნობთ თავს, დეპრესიაში ან დაძაბული ხართ, ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანებს – ეს შვებას მოგგვრით.

ჩახუტება აღრმავებს და ახანგძლივებს ურთიერთობებს
როდესაც ფიქრობთ ადამიანზე რომელსაც ჩაეხუტეთ , რას გრძნობთ ამ დროს? დარწმუნებული ვარ, სასიამოვნოდ გახსენდებათ და ლამაზი მოგონებები გიტრიალებთ გონებაში. და მაიც , სუფთა ეგოისტური თვალსაზრისითაც რომ არ განვსაჯოთ, გაიხსენეთ რომ ჩახუტებით სხვა ადამიანებსაც იგივე შეგრძნებებს ჩუქნით – უზიარებთ სითბოს, სიყვარულს და ბედნიერებას, ეს კი ხანგძლივი და ღრმა ურთიერთობების გარანტია.

ჩახუტების საერთაშორისო დღე
ჩახუტების დღე დაარსა კევინ ზაბორნმა. მას ჩახუტების ელჩს უწოდებენ. ეს დღე პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში 1986 წელს აღინიშნა. მოგვიანებით მას მრავალი ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის არის საქართველოც. 21 იანვარი მსოფლიო ჩახუტების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ავტორი :ნინი მარეხაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий