ჩვენი სხეულის ენა გაცილებით მეტ ინფორმაციას გასცემს ჩვენზე და ჩვენს ემოციებზე, ვიდრე ვერბალურად მათი გამოხატვაა შესაძლებელი. ნებისმიერი ფიზიკური ჟესტი, რომელსაც ვაკეთებთ, ქვეცნობიერად თავისებურადაა აღქმული სხვების მიერ. ეს შეიძლება ჩვენს სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მოქმედებდეს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სხეულის ენას ვიყენებთ. ზოგიერთი ჟესტი ძალიან პოზიტიურ ასოციაციას ქმნის, ზოგი კი პირიქით, ნეგატიურს. არიან ადამიანები, რომელთა პიროვნების ამოცნობა ძალიან ადვილად შეიძლება იმდენად მარტივ სხეულის ენას მიმართავენ. თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებთაც ნებისმიერი სირთულის სხეულის ენის გაშიფრვა შეუძლიათ და მათი მოტყუება არცთუ ისე ადვილია. სწორედ იმისათვის, რომ შევძლოთ ადამიანთა ქცევისა და ჟესტების გამოცნობა, იმედი მაქვს ეს სტატია მცირეოდენ დაგვეხმარებას მაინც გაგიწევთ რათა გაიუმჯობესოთ უნარ-ჩვევები.
სხეულის ენა გამოკვლეული და დაწვრილებით შესწავლილი აქვს ალან პიზს, რომელიც შემდეგ თავის წიგნში "Body language" აღწერა. აქ მას განხილული აქვს ყველა ის ჟესტი, რომლითაც ადამიანის ფიქრების წაკითხვა შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ყველა ჟესტიკულაციაზე ვერ ვისაუბრებ პატარა პოსტში, თუმცა ამჯერად ყურადღებას გავამახვილებ თვალებით კონტაქტზე და გაგაცნობთ რამდენიმე ფსიქოლოგიურ საიდუმლოს მის შესახებ.
თვალებით კონტაქტი სტიმულირებას იწვევს.
თუ ვინმეს თვალებში პირდაპირ უყურებთ, ეს ნიშნავს რომ სტიმულს აძლევთ. თუ როგორ აღიქმება ეს სტიმულები, უშუალოდ სიტუაციის მონაწილეებსა და სიტუაციაზეა დამოკიდებული. თუ თვალებში უცხო ადამიანი გიყურებთ, რომელიც საეჭვოდ გამოიყურება, დიდი შანსია რომ შიშის გრძნობა დაგეუფლოთ და თავდაცვის სტიმული გაგიჩნდეთ (მიუხედავად იმისა, რომ არაა გამორიცხული “საეჭვო ადამიანი” თქვენს მიმართ სულაც არ იყოს მტრულად განწყობილი). ისეთი ადამიანის შემოხედვა კი, რომელიც შეიძლება პოტენციურ პარტნიორად აღიქვათ, შესაძლებელია ინტერპეტირებულ იქნეს,როგორც ურთიერთობის სურვილი, ასე ვთქვათ, “მიპატიჟება”.
თვალები გეტყვიან, ღიმილი ყალბია თუ ნამდვილი.
ფსიქოლოგი პოლ ეკმანი განასხვავებს ღიმილს, რომლებიც ნამდვილ ბედნიერებას გამოხატავს და ყალბ ღიმილს, რომელიც გამოიყენება სხვა ემოციების შესანიღბად. იმის გასაგებად ნამდვილად, გულწრფელია თუ არა ღიმილი საკმარისია ადამიანის თვალებზე დაკვირვება. როდესაც გულწრფელად ვიღიმებით, თვალების გუგები ვიწროვდება და კანზე შესამჩნევი ხაზები ჩნდება, ანდა ნაოჯები თვალის კუთხეში. (დააკვირდით ქვემოთ მოცემულ სურათს);
თვალის გუგების გაფართოება ინტერესის ნიშანია.
ამბობენ თვალები სულის სარკეა. ასე რომ როცა გიყვარს ადამიანი თვალის გუგები ფართოვდება აღელვებისგან. როდესაც ვინმე ან რამე გვაინტერესებს თვალის გუგები გვიფართოვდება. ეს გულწრფელი დაინტერესების ნიშანია. ასე რომ ‘‘უყურეთ მას თვალებში და აღმოაჩინეთ ინტერესი‘‘.
თვალებით კონტაქტის სიხშირის მიხედვით შეიძლება ამოიცნოთ მატყუარა ადამიანი.
ამბობენ “მატყუარა ადამიანი, თვალებში არ შემოგხედავთო”, მაგრამ კვლევა “არავერბალური კომუნიკაცია და თვალთმაქცომა” ასკვნის, რომ ადამიანი, რომელიც იტყუება უფრო ხშირად იყენებს უშუალო თვალებით კონტაქტს, ვიდრე ის ვინც სიმართლეს ამბობს. კვლევა განმარტავს, რომ მატყუარა ადამიანი, რომელიც ცდილობს საკუთარი ალალმართლობის დამტკიცებას, განსაკუთრებული დამაჯერებლად ცდილობს დაგარწმუნოთ საკუთარ სიმართლეში, უმეტეს შემთხვევაში ის, ამ მიზნის მისაღწევად, ზედმეტად ხშირად იყენებს თვალებით კონტაქტს.
ავტორი:ნინი მარეხაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий