среда, 30 апреля 2014 г.

ნევროზი

ნევროზი ხშირი სტრესული სიტუაციების, ხანგრძლივი მძიმე განცდებით განპირობებული მდგომარეობაა, რომელიც იწვევს ნერვული სისტემის დასუსტებას, შფოთვას და ვეგეტატიურ დარღვევებს (ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, კუჭის და სხვა ორგანოების მოშაობის მოშლა).

ნევროზისთვის დამახასიათებელია:

სტრესების მიმართ მაღალი მგრძნობელობა (უმნიშვნელო სტრესულ მოვლენებზე ადამიანი სასოწარკვეთილებით ან აგრესიით რეაგირებენ), ემოციური ლაბილობა, წყენიანობა, სწრაფი დაღლა, მეხსიერებისა და აზროვნების უნარის დაქვეითება, გულისცემის გახშირება, გაფანტულობა, უძილობა ღამით და თვლემა დღისით, ოფლიანობა, არტერიული წნევის მერყეობა.

მიზეზები:

ნევროზის ძირითად მიზეზად ითვლება: ხანგრძლივი ფსიქოემოციური და ფიზიკური გადაღლა, გადატვირთვა, უსიამოვნო განცდები, ქრონიკული სტრესი – ეს შეიძლება იყოს როგორც სამუშაო, რომელიც ადამიანს მთელ ძალას ართმევს, ასევე პირად ცხოვრებაში სირთულეები, კონფლიქტები, რომელთა გამო ადამიანი ძლიერ განცდებშია, თუ ამ გაქტორის შერწყმა ხდება, ნევროზი თითქმის გარანტირებულია. 

ავტორი:ნინო კერესელიძე

ხუთი ფრაზა რაც არ უნდა ვუთხრათ ბავშვებს

არის რამდენიმე ფრაზა რაც არ არის რეკომენდირებული ვუთხრათ ჩვენს პატარებს: 

1. „ჩემთვის სულერთია“ 

პატარებს უყვართ თავიანთი ამბების, გრძნობებისა და ემოციების გაზიარება. ისინი ყვებიან თავიანთ თავგადასავლებზე, მეგობრებზე, ყოველ უმნშვნელო წვრილმანზეც კი. ხანდახან მშობლებს უბრალოდ არ სურთ ამ ყველაფრის მოსმენა, ხანდახან ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია სულაც არ არის ისეთივე საინტერესო მშობლისთვის.მშობლისა და შვილის ურთიერთობები უნდა განვითარდეს წლებთან ერთად. აუცილებელია შედგეს ორმხრივი კომუნიკაცია, მშობელმა მოუსმინოს და დაარიგოს შვილი, შვილმა კი გაუზიაროს თავისი ემოციები მას. არასოდეს უთხრათ ბავშვს „ჩემთვის სულერთია“, ამან შეიძლება დიდი სტრესი გამოიწვიოს პატარაში. პირიქით, მუდამ ეკონტაქტეთ ბავშვს, ეცადეთ დღე ისე არ დამთავრდეს, რომ არ მისცეთ პატარას შესაძლებლობა თამამად გაგიზიაროთ თავისი ისტორიები, გულისყურით მოუსმინეთ და ჩაერთეთ მის ემოციებში.

2. „მოიქეცი შენი ასაკის შესაბამისად!“

ხანდახან ბავშვები იქცევიან ასაკის შეუსაბამოდ, თქვენ კი გამუდმებით შენიშვნას აძლევთ - ეს ძალიან უარყოფითად აისახება მათ ფსიქიკაზე. ხანდახან ბავშვის არასწორი მოქმედება გამოწვეულია სირთულეებით მის ცხოვრებაში და იმის მაგივრად რომ დაეხმაროთ ამ სირთულეების გადალახვაში, აკრიტიკებთ მას ასაკთან შეუსაბამო ქცევის გამო. ასეთ დროს ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ გააკეთოთ მცირე შესვენება, მოიკრიბოთ გონება და ეფექტურად აუხსნათ პატარას თუ რაიმე არასწორად გააკეთა.

3. „მოიხადეთ ბოდიში“

ხშირად ხვდებით ასეთ სიტუაციაში: თქვენი პატარა ართმევს სხვას სათამაშოს და ატირებს მას, თქვენ კი სასწრაფოდ ეუბნებით ბავშვს მოიხადოს ბოდიში. თქვენ ცდილობთ ასწავლოთ მას იყოს ლოიალური და ზრდილობიანი. თუმცა ხშირად ხდება, რომ ბავშვი ვერც კი ხვდება თუ რის გამო იხდის ბოდიშს, ეს ხდება გაუზრებლად და არ უყალიბებს პატარას არანაირ სოციალურ უნარ-ჩვევებს. ასეთ დროს სჯობს მოიხადოთ ბოდიში თქვენი პატარას მაგივრად, რომ დაანახოთ სოციალური ქცევის მოდელი, რომელსაც აითვისებს და მომავალში თავადაც გააზრებულად გამოიყენებს.

4. „ვერ გაიგე“?

თქვენ ხშირად ცდილობთ ასწავლოთ პატარას ახალი რაღაცეები. თუმცა ხანდახან ხდება რომ რამდენჯერმე ახსნილს მაინც ვერ ითვისებს ბავშვი. როდესაც თქვენ უსვამთ მას შეკითხვას „ვერ გაიგე?“ - ეს მასზე უარყოფითად მოქმედებს. ბავშვი ცდილობს გააკეთოს ის, რასაც ასწავლით. ვერ აკეთებს? - იქნებ ცდილობს და არ გამოსდის? - ეს ისედაც დამთრგუნველი ფაქტორია ბავშვისთვის. ასეთ დროს სჯობს შეისვენოთ და მოძებნოთ ალტერნატიული გზები ასახსნელად თუ შესასწავლად, შედეგმა შეიძლება თქვენც გაგაკვირვოთ!

5. „მივდივარ შენს გარეშე“

როცა ბავშვს არ უნდა წამოსვლა, მშობელი ხშირად ეუბნება, რომ წავა და დატოვებს მას მარტოს. მცირე ასაკის ბავშვებისთვის შიში, რომ მშობელი დატოვებს, ძალიან რეალურია, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ეს ხრიკი არ ჭრის? ყველაზე დიდი პრობლემა აქ არის ის, რომ მშობლებს სურთ ბავშვებს სჯეროდეთ მათი ნათქვამი. თუ გვინდა, რომ დავაჯეროთ ბავშვები ჩვენს ნათქვამში, არ უნდა ვთქვათ რაიმე არარეალური - გვირჩევენ ფსიქოლოგები. სცადეთ არ უთხრათ, რომ დატოვებთ მარტოს, პირიქით, გაუჩინეთ რაიმე მოტივაცია, რომ საბოლოოდ მიიღოთ ის, რაც თქვენც გსურთ და პატარაც დარჩეს კმაყოფილი.

ავტორი: ნინო კერესელიძე

აზროვნება

აზროვნება არის კოგნიტური პროცესი, რომელიც წარმოადგენს ახალ სიტუაციაში ადამიანის ორიენტაციის, პრობლემის, ამოცანის გადაჭრის უნარს.

აზროვნება ეხება ისეთ პროცესებს, რომლებიც უშუალო აღქმის გარეშე მიმდინარეობს, მაშინ, როდესაც თვალსაჩინო ინფორმაცია ხარვეზიანი და არასრულია, თავს იჩენს აზროვნება, რომელიც ამ ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება. აზროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია გაგების მოთხოვნილება, რომელიც განპირობებულია რაიმე ამოცანასთან დაკავშირებული გაურკვევლობის შემცირების შინაგანი მოთხოვნილებით. პრობლემური სიტუაციის გადაჭრასთან ერთად აზროვნების პროცესიც მთავრდება. ის წარმოადგენს მიზანდასახულ, ნებისმიერ პროცესს. ამით კი ის ოცნებისგან განსხვავდება. აზროვნება იძლევა განზოგადების საშვალებას, როდესაც რაიმე მოქმედება ერთხელ უკვე გაქვს გაკეთებული მისი ხელახალი შესრულება უფრო ადვილია. მაგალითად როდესაც რაიმე ამოცანა ამოხსნილი გაქვს მსგავსი ტიპის ამოცანის ამოხსნა უფრო ადვილია. თანამედროვე ფსიქოლოგიაში გამოიყოფა აზროვნების ძირითადი სახეები, თეორიული აზროვნება - გარკვეული კანონზომიერების შემეცნება აბსტრაქტული მიმართებების დამყარების საფუძველზე. თეორეტიკოს მეცნიერთა აღმოჩენები სწორედ ამ ფორმის აზროვნების შედეგია.პრაქტიკული აზროვნება - მიმართულია კონკრეტული, კერძო ამოცანების გადაჭრაზე. გადაწყვეტილება უშუალოდ მიმდინარე პროცესის სწრაფი ანალიზის შედეგად მიიღება. ზრდასრული კულტურული ადამიანის აზროვნებას ლოგიკურს, ვერბალურს ან ცნებით აზროვნებას უწოდებენ. ლოგიკურს იმიტომ, რომ აზროვნების ეს სახე ლოგიკის საგანს შეადგენს. შემოქმედებითი აზროვნება - ემსახურება ახალი კანონზომიერებების აღმოჩენას. მიმართლია ახალი იდეების შექმნაზე. კრიტიკული აზროვნება - ორიენტირებულია უკვე მიღებული გადაწყვეტილებების შემოწმებაზე, არსებული ნალოვანებების გამოვლენაზე. რეალისტური აზროვნება - მიმართულია გარე სამყაროზე. იგი ემყარება ლოგიკურ კანონებს და პრობლემის გადაჭრისას მიმართავს ანალიზსა და აბსტრაქციას. აუტისტურიაზროვნება - მიმართულია შინაგან სამყაროზე, პიროვნების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, სურვილების რეალიზაციაზე. პრობლემის გადაჭრისას ეყრდნობა არა რეალურად არსებულ მიმართებებს, არამედ საკუთარ სურვილებს. პროდუქტული აზროვნება - მისი მეშვეობით მიიღება სრულიად ახალი ცოდნა, გამოცდილება. რეპროდუქტული აზროვნება - პრობლემის გადაჭრსას ეყრდნობა უკვე მზა ჩვევას, გამოცდილ სქემას. ლოგიკური აზროვნების პროცესები სამი ფორმით ფუნქციონირებს, ესენია ცნება, მსჯელობა და დასკვნა. ფსიქოლოგიურად ცნება განიცდება, როგორც სიტყვის მნიშვნელობა. ჩვეულებრივად, მეტყველების პროცესში სიტყვა ისე იხმარება, რომ ადამიანს არ შეუძლია მისი მნიშვნელობის ზუსტი განსაზღვრა. აზროვნების პროცესებში ცნება ჩვეულებრივად განცალკევებულად არ იაზრება, იგი მსჯელობაში შედის. ასევე მსჯელობისთვის დამახასიათებელია გამოთქმულში დარწმუნებულობის მომენტი. დასკვნის შედეგად ვღებულობთ ახალ მსჯელობას,
რომელიც თავისთავად რამოდენიმე მსჯელობის შედეგია. დასკვნას აქვს სამი ძირითადი სახე, ესენია: ინდუქცია, დედუქცია და ანალოგია. ინდუქცია არის კერძო მსჯელობიდან ზოგადის გამოყვანა. დედუქცია ზოგადი მსჯელობიდან კერძოს გამოყვანა, რომელიც ორი ან მეტი წანამძღვრიდან ლოგიკური დასკვნის გაკეთების უნარს გულისხმობს. ადამიანები ჭეშმარიტად მიიჩნევენ იმ დასკვნებს, რომელთათვისაც შეუძლიათ რეალური სამყაროს მისაღები მოდელის აგება, ხოლო მცდარად თვლიან იმ დასკვნებს, რომელთათვისაც ამის გაკეთება უჭირთ. ანალოგია კი ერთი კერძო მოვლენიდან მსგავსი მოვლენის შესახებ დასკვნაა. დასკვნის უკანასკნელ სახეს ანალოგიით დასკვნას არ აქვს სანდოობა, რაც ინდუქციას და დედუქციას ახასიათებს. საერთოდ კი დასკვნის შემეცნებითი ღირებულება დიდია, იგი აფართოებს ჩვენს ცოდნას, გვაგებინებს ისეთ რამეს რაც გამოცდილებაში არ გვქონია. ოპერაცია ისეთი გონებრივი მოქმედებაა, რომელიც სააზროვნო ამოცანის გადაჭრას ემსახურება. განასხვავებენ აზროვნების შემდეგ ოპერაციებს: ანალიზი, აბსტრაქცია ანუ განყენება და სინთეზი. ანალიზის ოპერაცია ადამიანს საშუალებას აძლევს აღქმული მთლიანი მოვლენიდან სხვადასხვა მხარე გამოყოს. ის გულისხმობს ამოცანის ცალკეულ ნაწილად დაშლას და მის შემადგენელ ელემენტებზე მსჯელობის უნარს. აბსტრაქცია, განყენება ისეთი ოპერაციაა, რომლის დროსაც ხდება საგანთა ერთობლიობისათვის დამახასიათებელი საერთო, ზოგადი ნიშნის, თვისების გამოყოფა და ამ ზოგადი ნიშნის გააზრება კონკრეტული საგნის გარეშე. აბსტრაქცია გულისხმობს ობიექტთა შედარებით ანალიზს, ამ ობიექტებისათვის დამახასიათებელი ზოგადი ნიშნების გამოყოფას და ამ ნიშნების საფუძველზე ობიექტთა კატეგორიაში გაერთიანებას. არჩევენ აბსტრაქციის ორ სახეს: პოზიტიურს და ნეგატიურს. პოზიტიური აბსტრაქციის საგანი არის ის რისი გამოყოფაც მოვახდინეთ, რაც აზროვნების საგანს შეადგენს, ხოლო ნეგატიური აბსტრაქციის საგანი არის ის, რისგანაც აბსტრაქცია, გამოყოფა მოხდა. სინთეზის ოპერაცია მოიაზრებს ცალკეული ელემენტების, საგანთა თვისებების ერთ მთლიანობაში გაერთიანებას, ერთ შინაარსად შეკვრას.

ავტორი: ნინო კერესელიძე

როგორ გამოვიძინოთ?

იცოდით, რომ ადამიანი საშუალოდ 22 წელს ძილში ატარებს ? ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ სწორ ძილს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
მიუხედავად იმისა, რომ 7-8 საათი ძილი სრულიად საკმარისია ადამიანის ორგანიზმისათვის, უმეტესობა მაინც ვერ ახერხებს სათანადოდ გამოძინებას. ამ პოსტში გესაუბრებით არასრულყოფილი ძილის მიზეზებსა და მათი გადაჭრის ხერხებზე, რომლებიც იმედი მაქვს გამოუძინებლობის პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

დაძენებამდე 2-3 საათით ადრე მოერიდეთ საკვების მიღებას. ძილის პერიოდში ორგანიზმი ცდილობს რაც შეიძლება განტვირთოს კუჭი მუშაობისაგან, რომ შეძლოს მძიმე დღის შემდეგ დასვენება. ამასთანავე მოერიდეთ ყავისა და გაზიანი სასმელების მიღებას. ყველაზე კარგია თბილი რძის ან მცენარეული ჩაის დალევა. სასურველია თუ ნიკოტინისაგანაც შეიკავებთ თავს;

ძილის წინ კარგია მცირე ფიზიკური დატვირთვა. წახემსების შემდეგ კარგი იქნება თუ ფეხით გაისეირნებთ. სახლში დაბრუნებისას მიიღეთ შხაპი, იგი ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას;

ყველაფერთან ერთად უნდა ვიზრუნოთ გონების განტვირთვაზეც, ნუ დაჯდებით ტელევიზორის საყურებლად ან კომპიუტერთან სამუშაოდ, ამით გონება იღლება, რაც დაძინებაში ხელს ძალიან შეგიშლით. უშუალოდ დაძინებამდე რამოდენიმე წუთით ადრე კარგი იქნებათ თუ მოწყდებით რეალობას. სასიამოვნო მუსიკის ქვეშ წაიკითხავთ წიგნს, ამით განიტვირთებით ემოციებისაგან;

დაძინებამდე ცოტახნით ადრე, გაანიავეთ საძინებელი ოთახი. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ძალიან მაღალი ტემპერატურა არ იყოს საძინებელში. დიდი მნიშვნელობა აქვს თავად საწოლსაც, ზოგადად იდეალურად ითვლება მაგარი ლეიბი;

ბოლოს კი უნდა ვისაუბროთ დაძინების დროზე (თუმცა კი ეს ყველაზე მნიშვნელოვანია). მსმენია, რომ ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად “ტოროლა” და “ბუ”, ანუ ზოგის ორგანიზმი ადრე იღვიძებს ზოგის კი გვიან, ამიტომ რთულია მათი შეცვლაო. ამაში არის გარკვეული სიმართლე, თუმცა ზოგადად მიღებულია რომ თორმეტ საათამდე დაძინება უდრის +2 საათით მეტ ძილს (ორგანიზმისათვის), ვიდრე თორმეტის მერე. დამერწმუნეთ – ადრე დაწოლა და დილით ადრე ადგომა სასარგებლოა, როგორც ორგანიზმისათვის ასევე თქვენი ცხოვრების კარგად წარმართვისათვის. ცხოვრების ასეთი სტილი უკვე დიდი ხანია დამკვიდრებულია ევროპაში, თუმცა ქართველები მაინც ვერ ვიტანთ შეზღუდვებს და ალბათ სწორედ ამიტომ, არ ვჩქარობთ ცხოვრების ამ სტილის გადმოღებას ევროპელებისაგან.

ავტორი: ნინო კერესელიძე

10 საინტერესო ფაქტი ადამიანის ფსიქოლოგიაზე

1. ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს გამოიმუშავებენ, სიამოვნებას იღებენ სხვა ადამიანების განრისხებით. 

2. ადამიანები ცდილობენ დაამცირონ ირგვლივმყოფები მაშინ, როდესაც არ არიან დარწმუნებულნი საკუთარ თავში. 

3. ამასთან, ამ ადამიანებს გულწრფელად სჯერათ, რომ მათი ნეგატიური დამოკიდებულება მართებულია და არავითარ კავშირში არ არის საკუთარი თავის რწმენასთან. სხვების დამცირება ეხმარება მათაიმაღლონ საკუთარი თავმოყვარეობა.

4. ადამიანის ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს ფიზიკური შეგრძნებები. მაგ: ადამიანის ცნობიერებაში მსგავსი ასოციაციები აქვს წონას და სერიოზულობას (ადამიანს აფასებენ სერიოზულ და სტაბილურ პერსონად, თუ მისი რეზიუმე მოთავსებულია მძიმე საქაღალდეში და პირიქით); სიცივეს და სიმარტოვეს... ზუსტად ასე: მყარი, ხისტი და უხეში ნივთები ადამიანის ცნობიერებაში სირთულეებთან ასოცირდება. ერთ-ერთი კვლევის დროს აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც გასაუბრების დროს ისხდნენ უხეშ და მოუხერხებელ სკამებზე, იყვნენ ბევრად მოუქნელები და რთულ სიტუაციაში გრძნობდნენ თავს.

5. ტყუილი დიდ გონებრივ ძალისხმევას მოითხოვს ადამიანისგან. მას ერთდროულად თავში უნდა ჰქონდეს ტყუილი - რომ ილაპარაკოს და სიმართლე - რომ დამალოს. შედეგად ის წარმოთქვამს ბევრად მარტივ წინადადებებს და რთულად უმკლავდება დასახულ ამოცანებს.

6. როდესაც ადამიანებს აკვირდებიან, ან მათ ჰგონიათ რომ აკვირდებიან, ისინი იქცევიან ბევრად უკეთ. ასე მაგალითად: ერთ-ერთ ბუფეტში მიამაგრეს თვალი, რომელიც ქმნიდა კამერის ილუზიას და შენიშნეს, რომ იქ შემსვლელების უმეტესობა თავად ალაგებდა საკუთარ მაგიდას სადილის შემდეგ.

7. მიმზიდველ და კეთილსინდისიერ გარეგნობას ადვილად შეჰყავს ადამიანი შეცდომაში. ზოგადად ადამიანებში დიდ ნდობას ყველაზე მეტად გარეგნობა იწვევს. კვლევის შედეგად პროფესიონალებიც კი შეცდნენ და მატყუარა, მაგრამ კეთილსინდისიერი გამომეტყველების ადამიანები ჩათვალეს გულწრფელებად 86% შემთხვევაში.

8. წარმატებულ და მდიდარ ხალხს ადამიანები ავტომატურად თვლიან უფრო ჭკვიანებად, ბრძენებად და პირიქით.

9. ადამიანი ბედნიერად თავს თვლის არა იმ შემთხვევაში, როდესაც მას საკმარისი ფული აქვს, არამედ მაშინ, როდესაც მას მეზობლებზე მეტი ფული აქვს.

10. რაც უფრო რთულია ადამიანისთვის მისაღები გადაწყვეტილება, მით უფრო მიდრეკილია ის დატოვოს ყველაფერი ისე, როგორც არის. მაგალითად: თუ მაღაზიაში ბევრი ტანსაცმელია და არჩევანი დიდია, დიდია იმის შანსიც, რომ ეს ადამიანი მაღაზიიდან გამოდის შენაძენის გარეშე.

ავტორი: ნინო კერესელიძე

ბანდურას სწავლის სოციალურ-კოგნიტური თეორია და თვითრეგულირებული სწავლა

წინა სტატიაში ჩვენ ვისაუბრეთ ბიჰევიორისტულ სწავლებაზე და აღვნიშნეთ, რომ ბევრ დადებით მხარესთან ერთად სწავლების ამ მეთოდს აუცილებლად სჭირდებოდა დახვეწა. დღევანდელ სტატიაში გესაუბრებით ბანდურას სწავლის სოციალურ- კოგნიტურ თეორიაზე. რატომ ? რადგან, სწორედ კანადელი ფსიქოლოგი ალბერტ ბანდურა ამბობდა: " ქცევის ბიჰევიორისტული ახსნა უფრო არასრულია ვიდრე არაზუსტი".
ბან­დუ­რამ თა­ვის თე­ო­რი­ას სო­ცი­ა­ლურ-კოგ­ნი­ტუ­რი დას­წავ­ლის თე­ო­რია უწო­და, რად­გან, მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, „სო­ცი­ა­ლუ­რი“ ხაზს უს­ვამს ადა­მი­ა­ნის შე­მეც­ნე­ბი­სა და ქცე­ვის სო­ცი­ა­ლურ წარ­მო­მავ­ლო­ბას, ხო­ლო „კოგ­ნი­ტუ­რი“ — ადა­მი­ა­ნის ემო­ცი­ა­ზე, მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და ქმე­დე­ბებ­ზე შემეცნებითი პრო­ცე­სე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბას.
სოციალურ-კოგნიტური თეორია დამყარებულია რწმენებზე, მოლოდინებზე, მოტივაციასა და რაც ყველაზე მთავარია მე-კონცეფციაზე. ბანდურას მიხედვით ,ადამიანის ფუნქციონირებას განსაზღვრავს პიროვნული ფაქტორები, გარემო და ქცევები, და მათი ურთიერთდამოკიდებულება .სწავლების სოციალურ-კოგნიტური თეორიის მიხედვით ადამიანს შეუძლია ისწავლოს არა მხოლოდ საკუთარი ქცევის შედეგებიდან გამომდინარე, არამედ სხვებზე დაკვირვებითაც, მიბაძვით.
ბანდურა განასხვავებს სუფთა მიბაძვას და შეგნებულ მიბაძვას და ფიქრობს რომ სწავლა სწორედ ამ უკანასკნელზე უნდა იყოს დაფიძნებული , რადგან ამ შემთხვევაში სუბიექტი ხვდება მისაბაძი ქცევის მნიშვნელობას და შეგნებულად ბაძავს. სუფთა მიბაძვის შემთხვევაში კი მიმბაძველს არ ესმის იმ ქცევის მნიშვნელობა რომელსაც ბაძავს ( მიბაძვის ეს სახე ძირითადად ცხოველებისთვის და პატარა ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი).
ბანდურა აღწერს ოთხ პროცესს, რომლებისც ზეგავლენას ახდენს სხვაზე დაკვირვების გზით რაიმეს დასწავლაზე :
>ყურადღება
>შენარჩუნება
>გამეორება
>მოტივაცია

ყურადღება და შენარჩუნება ხელს უწყობს მოდელის (ადამიანის, რომელსაც აკვირდებიან) ქცევის ათვისებას, ხოლო აღდგენა და მოტივაცია უზრუნველყოფს დამკვირვებლის მიერ ნასწავლი ქცევის რეალურ განხორციელებას. მოსწავლეზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ მოდელის ქცევა, არამედ ის შედეგები, რომელიც მოდელის მოქმედებებს მოჰყვა, ანუ წახალისდა თუ დაისაჯა მოდელი გარკვეული ქცევისთვის.

სხვა ადამიანებზე დაკვირვებით და საკუთარი გამოცდილების შედეგად ადამიანს უყალიბდება ე.წ.
ქ ც ე ვ ი ს ს ტ ა ნ დ ა რ ტ ე ბ ი , რომლებიც ქმნიან თვითრეგულაციის შესაძლებლობას. ამგვარად, სტანდარტის შესატყვისი ქცევა უფრო თავდაჯერებულს ხდის ადამიანს და პირიქით, შეუსაბამობა იწვევს უპატივცემულობას საკუთარი თავის მიმართ. ამიტომ, გარკვეული დაცვითი მექანიზმების გამოყენებით ადამიანი ახერხებს აარიდოს თავი ამ უსიამოვნო განცდას. (სკოლის მაგალითზე ეს მოდელი შემდეგნაირად გამოიყურება ) :
> მორალური გამართლება (გადავაწერინე, იმიტომ რომ შემეცოდა)
> წარმოდგენების შეცვლა (ვიხუმრე- დიდი ამბავი)
> მომგებიანი შედარება ( ჩემზე უარესად ის მოიქცა )
> პასუხისმგებლობის სხვებისთვის გადაბრალება ( დამავალეს)
> პასუხისმგებლობის განაწილება ( ასე მოვილაპარაკეთ ჯგუფმა )
> შედეგების დამახინჯება ( მე ფეხი გამოწეული მქონდა, ის წამოედო და წაიქცა)
> დეჰუმანიზაცია ( ცუდი ბიჭია, ეგრე მოუხდება )

ქცე­ვის თვით­რე­გუ­ლა­ცი­ა­ში, სტან­დარ­ტებ­თან ერ­თად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს მომ­თხოვ­ნე­ლო­ბის დო­ნე. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მომ­თხოვ­ნე­ლო­ბის მა­ღა­ლი დო­ნე აქვს, უფ­რო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და მი­ზან­ს­წ­რა­ფუ­ლია. ბან­დუ­რა მი­იჩ­ნევს, რომ აუცი­ლე­ბე­ლია, მომ­თხოვ­ნე­ლო­ბის დო­ნე შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ქცე­ვის რე­ა­ლურ შე­დეგს, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნი გა­ნიც­დის იმედ­გაც­რუ­ე­ბას და შე­იძ­ლე­ბა მი­ა­ტო­ვოს ყვე­ლა­ნა­ი­რი საქ­მი­ა­ნო­ბა.
ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, ქცე­ვის სტან­დარ­ტე­ბი და ადა­მი­ა­ნის
შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ერ­თ­მა­ნეთს არ ემ­თხ­ვე­ო­დეს. თუ სტან­დარ­ტი უფ­რო მა­ღა­ლია, ადა­მი­ანს, შე­საძ­ლოა, ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს დეპ­რე­სია, არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის გან­ც­და ან ქრო­ნი­კუ­ლი გა­უ­ბე­და­ო­ბა. ბან­დუ­რა მი­იჩ­ნევს, რომ ადა­მი­ა­ნის ქცე­ვა უფ­რო კარ­გად გან­მ­ტ­კიც­დე­ბა, თუ ის და­დე­ბი­თად ფას­დე­ბა არა გა­რე­შე პი­რის, არა­მედ თა­ვად ამ ადა­მი­ა­ნის მი­ერ. ე. ი. თვით­შე­ფა­სე­ბით მი­ღე­ბუ­ლი გან­მ­ტ­კი­ცე­ბა გა­რე­გან გან­მამ­ტ­კი­ცე­ბელ­ზე უფ­რო ძლი­ე­რია.

სოციალურ - კოგნიტურ თეორიაში მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს თავიანთი აზრებისა და ქცევების კონტროლი. ამითვის აუცილებელია მასწავლებელმა იცოდეს, რა უნარების ფლობას გულისხმობს თვითრეგულირებული სწავლა, რათა ამ უნარების გავარჯიშებასა და დაუფლებაზე იმუშაოს მოსწავლეებთან.

თვითრეგულირებული სწავლის უნარის მქონე მოსწავლეს შეუძლია :
> მიზნების დასახვა
> დაგეგმვა
> თვითმოტივაცია
> ყურადღებისა და ემოციების კონტროლი
> სწავლის სტრატეგიების გამოყენება მიზნის მისაღწევად
> თვითმონიტორინგი
> დახმარებისთვის მიმართვა
> თვითშეფასება

სწავლების მნიშვნელოვანი მიზანია მოამზადოს მოსწავლეები მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისთვის. ალბათ სწორედ ესაა ყველაზე დიდი განსხვავება ბიჰევიორისტულ და სოციალურ-კოგნიტურ სწავლებებს შორის. ა. ბანდურას თეორიის გააზრებული გამოყენება მასწავლებელს საშუალებას აძლევს საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს მოსწავლის ქცევა , აკონტროლოს ის და განსაზღვროს ეფექტიანი ხერხები სასურველი ქცევის დაუფლებისთვის.

ავტორი: ნუცა ხრიკული

წარმატების ფსიქოლოგია

წარმატების ფსიქოლოგიაზე საუბრისას, შეუძლებელია განწყობის ფსიქოლოგიისთვის გვერდის ავლა, ამიტომ ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ, რა არის განწყობა და ზოგადად რას ნიშნავს განწყობის თეორია.

განწყობა არის სუბიექტის მთლიანი მდგომარეობა, რომელიც გამოხატავს მის მზაობას კონკრეტული ქცევის შესასრულებლად ( აუცილებელია, შევძლოთ განვასხვაოთ განწყობა და განწყობილება ერთმანეთისგან. განწყობა საზოგადოებაში დამკვიდრდა, როგორც ადამიანის ემოციების და განცდების გამომხატველი სიტყვა, ტერმინი . სინამდვილეში, ეს უკანასკნელი ქცევისთვის მზაობას აღწერს და შეცდომით გამოიყენება განწყობილების ნაცვლად) .

შესაბამისი განწყობის არსებობის გარეშე ადამიანი ვერაფერს გააკეთებდა, ყველა ფსიქიკურ პროცესს, ყველა ჩვენს ქცევას განწყობა ამოძრავებს და აძლევს მიმართულებას.

ნებისმიერ ქცევას, აუცილებლად წინ უსწრებს განწყობის აღმოცენება. იმისათვის რომ აღმოცენდეს ქცევა და შესაბამისად, ამ ქცევის ადეკვატური განწყობა, საჭიროა, არსებობდეს მოთხოვნილება (რომელსაც მომავალი ქცევის საშუალებით დავიკმაყოფილებთ) , სიტუაცია, რომელიც მოიცავს ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების ფაქტორებს და მოთხოვნის შესაბამისი რესურსები, ინტრუმენალური შესაძლებლობები.

ხშირ შემთხვევაში ქცევა, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე - განწყობის შედეგია, გაუცნობიერებლად, მექანიკურად სრულდება. როგორც კი გაჩნდება დაბრკოლება, იმ სამი კომპონენტიდან, რომელიც სქემაზე1_ა მოცემული, ხდება "პრობლემის" გაანალიზება. ანუ ინდივიდი აცნობიერებს რისთვის ან რატომ სჭირდება ამა თუ იმ ქცევის განხორციელება.

წარმატება, ეს თემაა, რომელზეც ყველა ადამიანი ფიქრობს და ცდილობს რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე დაისახოს მიზანი და შემდეგ მის მისაღწევადიბრძოლოს. თუმცა, დამეთანხმებით არც ისე მარტივია იმ დაბრკოლებების გადალახვა რაც მიზნის მისაღწევ გზაზე გვხვდება. ზოგი უბრალოდ ნებდება და წყვეტს ბრძოლას,ზოგი კი გამოსავალს პოულობს.
სქემა2-ზე კარგად ჩანს ის ფაქტორები რაც წარმატების, ანუ მიზნის მიღწევის დროს გასათვალისწინებელია.
დავიწყოთ იმით, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად გამორჩეული ადგილი მოტივაციას უჭირავს. თუ არაა მოტივაცია, შეუძლებელია ვისაუბროთ მიზანზე. ეს ორი ცნება, მარტივად რომ ვთვქთ, უერთმანეთოთ ვერ იარსებებენ.
მოტივაციის შემდეგ, ნამდვილად გასათალისწინებელია გზა, რომლითაც აპირებ რომ მიაღწიო "მწვერვალს" . ყველაზე მთავარი, ამ უკანასკნელში ისაა რომ, გავითავისოთ - შეუძლებელია ერთი ხელის მოსმით მიიღო ხარისხიანი და სასურველი შედეგი. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ზედმეტი ძალისხმების გარეშე იღწბ შედეგს, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს ის შედეგი იქნება რისი მიღწევაც დაგეგმილი გქონდათ. აუცილებელია რაღაც საფეხურებად, პუნქტებად დაიყოს გზა, რათა მოხდეს ძალების სწორი გადანაწილება ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე.

შესაძლებლობებს რომ თავი დავანებოთ, დომინირებს ისეთი ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ეკოლოგიურობა და რისკების პროგნოზირება. ასევე საკუთარი რესურსების გარდა გასათვალისწინებელია გარე რესურსები, რომლის მართვა და წინასწარ ჭვრეტა ნაკლებად სავარაუდოა. ამიტომ უმჯობესია ფოკუსირება მოვახდინოთ ჩვენს შესაძლებლობებზე, რათა გარეშე ფაქტორები არ გადაიზარდოს რისკის ფაქტორებში (ეს უკანასკენლი ისედაც საკმარისად გვხვდება ცხოვრებაში, და ჩვენი მხრიდან დაუფიქრებელი და არასერიოზული ნაბიჯი იქნება, ხელოვნურად შევიქმნათ რისკები, რომლის თავიდან არიდებაც სავსებით შესაძლებელია) . თუმცა შეუძლებელია რისკის გარეშე ცხოვრება. თუ არ გარისკე, მთელი ცხოვრება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა შეგაწუხებს, რომ შეგეძლო მეტი გაგეკეთებინა და არ სცადე, იმის შიშით, რომ ისიც არ დაგეკარგა რაც გქონდა. ჭკვიან ადამიანი, კრახის შემთხვევაშიც შეძლებს გამოსავლის მოძებნას, რადგან არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია. თუკი არსებობს პრობლემა იქვეა გამოსავალიც, უბრალოდ თვალების ფართოდ გახელვა, მისი მოძებნა და შემდგომში მუშაობა გვჭირდება მასზე, რომ ამოვძვრეთ ამ სიტუაციიდან და გავაგრძელოთ გზა წარმატებისკენ. 
რაც შეეხება ეკოლოგიურობას, ის ალბათ ხვდებით, რომ არავითარ კავშირში არაა ბუნებასთან და მის სისუფთავესთან. ეს ტერმინი აღნიშნავს ადამიანის მორალურ კრიტერიუმებს და ფასეულობებეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანი ხშირად დგება დილემის წინაშე. ამ დროს მან უნდა აირჩიოს რა არის მისთვის პრიორიტეტული მოცემულ სიტუაციაში. მაგალითად, უღირს მას, რომ გარშემომყოფების კეთილგანწყობის ხარჯზე მიიღოს ის რასაც ლამობს, თუ ურჩევნია და დათმოს პირადი კეთილდღეობა, რადგან მისთვის პრიორიტეტს ახლობელი ადამიანის აზრი წარმოაგდენს.

ეს ყველაფერი დაფიქრებას და დიდ დაკვირვებას საჭიროებს. ყველაზე მთავარი კი მაინც ისაა, რომ სწორად და ობიექტურად გავაანალიზოთ ის სირთულეები, რომელიც მიზნის მიღწევისას შეგვხვდება. ფაქტების სიღრმისეული ჭვრეტა დაგვეხმარება, სწორად დავგეგმოთ გზა რომელსაც გავივლით წარმატების მისაღწევად.

ავტორი: ნუცა ხრიკული

არტ-თერაპია

არტ თერაპია ექსპრესიული ფსიქოთერაპიული მეთოდია, რომლითაც ხდება სასურველი შედეგის მიღწევა ხელოვნების სხვადასხვა დარგის საშუალებით: ხატვით, ძერწვით, მუსიკით, თეატრალური ჩანართებით და სხვ.
მისი საშუალებით ხერხდება განმუხტვა, სტრესის და პოსტტრამვული სიმპტომების მოხსნა, თვითგამორკვევა, არაცნობიერის გაცნობიერება, ასევე ურთიერთობების დარეგულირება ადამიანებს შორის და კრეატულობის განვითარება.

არტ თერაპიას არ გააჩნია უკუჩვენებები. ის გამოიყენება ყველა ასაკში, ერთნაირად ეფექტურია ყველა ადამიანთან (კლინიკურ თუ არაკლინიურ შემთხვევებთან) განურჩევლად მათი უნარებისა, ინტერესებისა და ღირებულებებისა. აქ მონაწილეობა შეუძლია მათაც, ვისაც არ აქვს შეხება ხელოვნებასთან, რადგან არტ თერაპიაში მთავარი არის შემოქმედებითი პროცესი და არა პროდუქტი, ამიტომ ის არ ფასდება ხარისხობრივად ან ესთეტიურობის მიხედვით. ეს კიდევ უფრო ზრდის თავისუფლებას მოანწილეებში მათი აზრების, ემოციების და გრძნობების გამოხატვისას.

ვისთვისაა არტ თერაპია?

• თუკი თქვენ გაქვთ გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, ან მონოტონური ცხოვრების წესი;
• თუკი თქვენ გაქვთ სტრესი, პოსტსტრესული ან პოსტტრავმული სიმპტომები;
• თუკი თქვენ გაქვთ დაეწული გუნება-განწყობა, დეპრესია;
• თვლით, რომ გჭირდებათ დახმარება თვითგამორკვევაში და საკუთარი თავის პოვნაში;
• მუშაობთ ისეთ სამსახურში, სადაც გიწევთ ადამიანებთან მუდმივი ურთიერთობა, განსაკუთრებით კი პედაგოგიკაში, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში და სხვ.
• უბრალოდ გსურთ განმუხტვა, სიახლის შეტანა ცხოვრებაში და ზოგიერთი საკითხის ახალი თვალით დანახვა, ან ახალი და საინტერესო ადამიანების გაცნობა…

ავტორი: ნუცა ხრიკული

პიროვნების განვითარების ფსიქოსოციალური სტადიები

ბევრი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ფსიქოანალიტიკოსი (მაგალითად, ერიხ ფრომი, კარენ ჰორნი) ცდილობდა ფსიქოანალიზის გადახედვას, იმისათვის, რომ ეჩვენებინათ „მე“-სთან დაკავშირებული პროცესების მნიშვნელობა და ამ პროცესების განვითარების ფსიქოლოგია. ე. წ. ეგო-ფსიქოლოგებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არის ერიკ ერიქსონი. სხვა პოსტფროიდისტების მსგავსად, ერიქსონისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა „მეს“ და მის ადაპტაციურ შესაძლებლობებს. ერიქსონი ამტკიცებდა, რომ ნებისმიერი ფსიქოლოგიური ფენომენი შეგვიძლია გავიაზროთ, როგორც ბიოლოგიური, ქცევითი, ემპირიული და სოციალური ფაქტორების შეთანხმებული ურთიერთქმედება. 

ერიქსონის ფსიქოსოციალური თეორია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ’’მე’’-ს იდენტობის ძიებას, ინდივიდის სხვებთან ურთიერთობებსა და კულტურის როლს მთელი ცხოვრების განმავლობაში. 
ერიქსონის თეორია ყურადღებას ამახვილებს: 1. ცვლილებებზე, რომლებიც ხდება ადამიანის განვითარების პროცესში, მთელი ცხოვრების მანძილზე; 2. აქცენტი „ნორმალურზე“, „ჯანმრთელზე“ და არა პათოლოგიაზე; 3. იდენტობის განცდის მიღწევაზე ყურადღების გამახვილება; 4. პიროვნების სტრუქტურის ახსნისას კლინიკური დაკვირვებების, კულტურული და ისტორიული ფაქტორების შეთანხმება. 
ერიქსონის მცდელობა, ეჩვენებინა კულტურის ზეგავლენა პიროვნების განვითარებაზე, გახდა სტიმული ყველა იმ პროფესიონალისათვის, ვინც შეისწავლის ადამიანის ქცევას, ვინც მუშაობს ძირითადი ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრის ახალ მიდგომებზე. 
პიროვნების განვითარების ფსიქოსოციალური სტადიები: 
პირველი სტადია: ბაზისური ნდობა - უნდობლობა (0-დან 12-18 თვე) 
პირველი ფსიქოსოციალური სტადია მოიცავს ცხოვრების პირველ წელს. ერიქსონის მიხედვით, ბავშვის წარმატებული ადაპტაციისათვის გარემოს მიმართ აუცილებელია ნდობის განვითარება. სხვა მეცნიერები ამავე მახასიათებელს უწოდებენ "დარწმუნებულობას". ჩვილი, რომელსაც აქვს ბაზისური ნდობა, სოციალურ სამყაროს 
აღიქვამს, როგორც უსაფრთხო, სტაბილურ ადგილს, ადამიანებს კი - მზრუნველ და სანდო არსებებად. ერიქსონის თანახმად, ბავშვის სამყაროსადმი და სხვა ადამიანებისადმი ნდობის დონეს განაპირობებს მის მიერ მიღებული დედობრივი მზრუნველობის ხარისხი. განვითარების ამ სტადიაზე ხდება სენსორული სისტემების მომწიფება. ვითარდება მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემო, შეხება. ბავშვი შეიმეცნებს გარემოს. ერიქსონი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩვილები უნდა ენდობოდნენ არა მხოლოდ გარე სამყაროს, არამედ შინაგან სამყაროსაც. მათ უნდა ისწავლონ, ენდონ საკუთარ თავს და განსაკუთრებით, უნდა გამოიმუშაონ საკუთარი ორგანიზმის ეფექტიანად ფუნქციონირების უნარი. განვითარების ამ სტადიაზე (ისევე, როგორც ყველა სხვა სტადიაზე) არის განვითარების 2 გზა: პოზიტიური და ნეგატიური. 
განვითარების კონფლიქტი: შემიძლია ვენდო გარემოს? კონფლიქტის პოზიტიურად გადაჭრის შემთხვევაში, ბავშვს უყალიბდება - ნდობა. 

მეორე სტადია: ავტონომია, დამოუკიდებლობა - სირცხვილი და ეჭვი (მოიცავს 18 თვიდან 3 წლამდე პერიოდს) 
ამ სტადიაზე ყალიბდება ბავშვის ავტონომია და დამოუკიდებლობა. ბავშვი სწავლობს სიარულს, გაღებას, დახურვას, სროლას და ა.შ. ბავშვებს სიამოვნებთ და ეამაყებათ თავისი ახალი უნარები და ცდილობენ ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთონ. მაგალითად, დაიბანონ პირი, ჭამონ, ჩაიცვან და ა.შ. ბავშვი ამბობს: ”მე თვითონ”. როდესაც ბავშვი ისწავლის საკუთარი სხეულის შესაძლებლობათა მართვას, ის გარე სამყაროს შესწავლას იწყებს. ამ ასაკში ის გამუდმებით იკვლევს გარემოს. ამასთან, ავლენს საკუთარ ინტერესებს. მაგალითად, განსაკუთრებით მოსწონს სიმღერა, ცეკვა ან ხატვა. თავდაპირველად ბავშვები მხოლოდ რეაგირებენ, ორი წლიდან კი აცნობიერებენ, რომ ისინი არიან საკუთარი მოქმედების ავტორები. ბავშვი სწავლობს საკუთარი შესაძლებლობების მართვას, უუმჯობესდება კუნთების კოორდინაცია. მათ უვითარდებათ დამოუკიდებლობის გრძნობა, რომელიც აუცილებლად წახალისებული და მხარდაჭერილი უნდა იყოს გარემოცვის მხრიდან. თუ ბავშვი შეიზღუდა თავის მოქმედებებში, ის გაიზრდება სხვაზე დამოკიდებული და საკუთარ ძალებში დაურწმუნებელი. ასეთ ბავშვებს უჭირთ აქტიურ თანატოლებთან და გარემოსთან ურთიერთობის დამყარება. 
განვითარების კონფლიქტი: შემიძლია საკუთარი სხეულის და ქცევის მართვა? კონფლიქტის პოზიტიურად გადაჭრის შემთხვევაში, ბავშვს უყალიბდება - ნებისყოფა 

მესამე სტადია: ინიციატივა - დანაშაულის გრძნობა ( 3-დან 6 წლამდე) 
ხუთი წლის ასაკისთვის ბავშვი ხდება დამოუკიდებელი, გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტი.. ის იწყებს საკუთარი თავის კვლევას, ადგენს საკუთარი განვითარების მოდელს, ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიკაციას მშობლებთან. ამ სტადიაზე განვითარება მიდის კოლოსალური ტემპით, ბავშვი იღებს ინფორმაციის ძალიან დიდი რაოდენობას, იწყებს ქცევითი ინიციატივის განვითარებას. თუ მისი ინიციატივა არ არის მოწონებული, თუ ხშირად ეძლევა შენიშვნები და ხშირად ისჯება, მას უვითარდება დანაშაულის გრძნობა თავისი ქცევებისა და იდეების გამო. კარგი იქნება, თუ ამ პერიოდისთვის მშობლები შვილებს განუვითარებენ დამოუკიდებლობისა და ორგანიზების უნარ-ჩვევებს. მათ ხელი უნდა შეუწყონ ბავშვბის ინიციატივას, მიაჩვიონ ისინი რეალისტური გეგმების განვითარების. 
კონფლიქტი: შემიძლია გავხდე მშობლებისგან დამოუკიდებელი და შევისწავლო ჩემი შესაძლებლობები? კონფლიქტის პოზიტიურად გადაწყვეტის შემთხვევაში ბავშვს უყალიბდება - მიზანი. 

მეოთხე სტადია: შრომისმოყვარეობა - არასრულფასოვნება ( 6-დან 12 წლამდე) 
ეს სტადია ემთხვევა სკოლაში სწავლების პირველ წლებს. ამ პერიოდის მთავარი მახასიათებელია თანატოლებთან ურთიერთობის მოთხოვნილება, თვითიდენტიფი-კაციის განვითარება, საკუთარი თავის მნიშვნელობის გაცნობიერება. ბავშვები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი გაიგონ და შეიმეცნონ, შეისწავლონ ის, რაც მნიშვნელოვანია მათი კულტურულ-სოციალური განვითარებისათვის. ისინი ცდილობენ სრულფასოვან, მნიშვნელოვან პიროვნებებად იქცნენ. მათი ქცევის მიღება და დადებითი შეფასება გარემოცვის მხრიდან განმსაზღვრელი ფაქტორია დადებითი “მე”-ს კონცეფციის ჩამოყალიბებისა. თუ ასეთ აქტივობას უარყოფითი შეფასება და დაცინვა ხვდება, შედეგად შეიძლება განვითარდეს არასრულფასოვნების კომპლექსი. 
განვითარების კონფლიქტი: მაქვს უნარები? კონფლიქტის პოზიტიურად გადაწყვეტის შემთხვევაში ბავშვს უყალიბდება -კონპეტენტურობა. 
მეხუთე სტადია: პიროვნების იდენტობა - როლების აღრევა (12-19 წელი) 
ზრდასთან ერთად ბავშვი აწყდება იდენტურობის და გამოკვეთილი “მე”-ს კონცეფციის პრობლემას, რაც ნიშნავს არა მხოლოდ იმას, თუ ვინ ხარ, არამედ იმასაც, ვინ შეიძლება იყო. ე.ი. საკუთარ პოტენციალში გარკვევის პრობლემას. კონფლიქტის წყაროა შეუზღუდავი განვითარების შესაძლებლობა და ალტერნატივა. თუ არ არსებობს ზუსტად განსაზღვრული მიზნები და ამოცანები, მოზარდების წინაშე დგება იდენტურობის დიფუზიის პრობლემა. ამ ასაკში ადამიანი უამრავ ალტერნატივას მოსინჯავს, სხვადასხვა სოციალურ როლში ცდის თავის თავს. ეს კრიზისი თვითიდენტიფიკაციის პრობლემაში მდგომარეობს. ყველა მოზარდს არ შეუძლია დადებითი “მე”-ს კონცეფციის და თვითიდენტიფიკაციის ფორმირება. 
განვითარების კონფლიქტი: ვინ ვარ მე? კონფლიქტის პოზიტიურად გადაწყვეტის შემთხვევაში მოზარდს უყალიბდება - ერთგულება. ერთგულება გულისხმობს საკუთარი მიჯაჭვულობებისადმი და დაპირებებისადმი ერთგულებას, ღირებულებათა ეგო-სისტემაში არსებული წინააღმდეგობების მიუხედავად. 

მეექვსე სტადია: სიახლოვე, ინტიმურობა - სიმარტოვე,იზოლაცია (ადრეული მოზრდილობა, 20 - 25 წელი) 
ცხოვრების იმ ეტაპის შემდეგ, როცა ადამიანი არკვევს, ვინ არის და „საით მიდის", იწყება მისი ინტიმური ცხოვრების გადაწყვეტის პერიოდი. ინტიმურობა ერიქსონის მიხედვით, არის გრძნობა, რომელსაც განვიცდით მეუღლის, მეგობრის, ნათესავის, მშობლების მიმართ. ერიქსონი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს, ინტიმურობაზე, რომელიც წარმოადგენს მყარი ქორწინების პირობას. იმისათვის, რომ გქონდეს პარტნიორთან ნამდვილი ინტიმური ურთიერთობა, პიროვნებამ უნდა იცოდეს ვინ არის და რას წარმოადგენს. ინტიმური ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის, მნიშვნელოვანია წინა 5 კონფლიქტის წარმატებული გადაწყვეტა. მაგალითად : თუ ადამიანი არ ენდობა სხვა ადამიანებს, გაუჭირდება სხვა ადამიანის შეყვარება; თუ ადამიანმა უნდე აკონტროლოს საკუთარი თავი, გაუჭირდება სხვას მისცეს დაახლოვების უფლება; თუ ადამიანი არაადექვატურად განიცდის თავს, გაუჭირდება სხვასთან სიახლოვე; თუ ადამიანს არ აქვს იდენტობა ჩამოყალიბებული, გაუჭირდება გაუზიაროს სხვას საკუთარი ”მე”. 
ამ დროისთვის ან უკვე უყვარდებათ და ქმნიან ოჯახს, ან მარტო რჩებიან. წყვეტენ, ცხოვრება მარტო გააგრძელონ თუ თანამგზავრის თანხლებით. ამ დროისთვის ადამიანები მზად არიან, დაამყარონ და შეინარჩუნონ ახლო ინტიმური ურთიერთობები, იგრძნონ და შეასრულონ ვალდებულებები სხვების მიმართ. აყალიბებენ რეციპროკულ ურთიერთობებს (მეგობრობის ან ქორწინების სახით). თუ პიროვნებამ ვერ ჩამოაყალიბა ინტიმური ურთიერთობა (ხშირად ეს საკუთარი არჩევნით ხდება), იგი იზოლაციაში ექცევა. 
განვითარების კონფლიქტი: შემიძლია თუ არა მქონდეს ინტიმური ურთიერთობები? კონფლიქტის პოზიტიურად გადაწყვეტის შემთხვევაში ადამიანს უყალიბდება: სიყვარული. 

მეშვიდე სტადია: ზრუნვა, გენერაციულობა - სტაგნაცია (შუა ხნის ასაკი, 26-დან 65 წლამდე) 
ამ პერიოდში კონფლიქტები ძირითადად უკვე გადაჭრილია, ადამიანს შეუძლია მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზაცია სხვების საკეთილდღეოდ, დაეხმაროს შვილებს, ახლობლებს, გადაჭრას სოციალური პრობლემები. ადამიანი ინტერესდება სხვა ადამიანების ბედით (არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრებით), ფიქრობს საზოგადოების მომავალზე. გენერაციულობა ვლინდება, როგორც ზრუნვა მომავალ თაობაზე. წინა ეტაპზე კონფლიქტების მოგვარებისას განცდილმა მარცხმა შეიძლება ადამიანი დატოვოს თავის თავზე ორიენტირებული და დაკავებული ისეთი პრობლემებით, როგორიცაა საკუთარ ჯანმრთელობაზე, მოთხოვნილებებზე, სიმშვიდეზე გადაჭარბებული ზრუნვა. 
განვითარების კონფლიქტი: რას ნიშნავს ჩემი ცხოვრება? რის გაკეთებას ვაპირებ? კონფლიქტის პოზიტიურად გადაწყვეტის შემთხვევაში ადამიანს უყალიბდება: ზრუნვა. 
მერვე სტადია: ეგოს მთლიანობა - სასოწარკვეთილება (ხანდაზმული ასაკი - 65 წელი და მეტი) 
როდესაც ადამიანი გადააბიჯებს 65 წელს, ქვეითდება მისი პროდუქტიულობა და ეს ეტაპი ხშირად პენსიაზე გასვლის პერიოდს ემთხვევა. ამ დროს ადამიანი თვალს ავლებს განვლილ ცხოვრებას და აფასებს მას, მიიჩნევს წარმატებულად ან წარუმატებლად, უნაყოფოდ. თუ შეფასებისას ადამიანი განიცდის კმაყოფილებას და თვლის, რომ მისი ცხოვრება სავსე იყო საინტერესო მოვლენებით, რომლებშიც ის აქტიურად მონაწილეობდა და სადაც შეძლო საკუთარი თავის და უნარების რეალიზაცია, მაშინ მისთვის მისი რეალობა მთლიანად მისაღებია. მაგრამ, თუ ადამიანი თვლის, რომ ცხოვრება მხოლოდ უაზროდ დახარჯული წლები და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობებია, მას სასოწარკვეთილება იპყრობს. 
განვითარების კონფლიქტი: კმაყოფილი ვარ, თუ არა გავლილი ცხოვრებით? ჰქონდა ჩემს ცხოვრებას აზრი? კონფლიქტის პოზიტიურად გადაწყვეტის შემთხვევაში ადამიანს უყალიბდება: სიბრძნე. 
***ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების თეორიამ დიდი გავლენა იქონია განვითარების ფსიქოლოგიაზე. 

***ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების თეორიამ დიდი გავლენა იქონია განვითარების ფსიქოლოგიაზე. ეს თეორია ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის იმიტომ, რომ ის იძლევა ბავშვის განვითარების შესახებ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას და ხაზს უსვამს მასწავლებლის და მშობლის როლს პიროვნების ჩამოყალიბებაში.
ავტორი: ნუცა ხრიკული