воскресенье, 18 мая 2014 г.

დასჯა და დასჯის ალტერნატივა



 განხილული თემებირა არის დასჯა, დასჯის ტიპები, დასჯის ნეგატიური ეფექტები, დასჯის ალტერნატივა

განმარტების თანახმად, ტერმინი  დასჯა გულისხმობს  ისეთი  ქცევას, რომელიც ხორციელდება  არასასურველი ქცევის გამოვლენისთანავე და ამცირებს მის გამეორების ინტენსივობასა და რაოდენობას.

ბიჰევიორალური თეორიის მიხედვით დასჯა არის ორი ტიპის: პოზიტიური და ნეგატიური. თუმცა, თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში ეს ტერმინები დაკავშირებულია რაიმე არასასურველი სტიმულის მიმატებასთან ან სასიამოვნო სტიმულის გამოკლებასთან და არა მის სიკარგე- სიცუდესთან.

პოზიტიური დასჯის შემთხვევაში ხდება უსიამოვნო სტიმულის დამატება. მაგალითად, გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლე თუ რამეს დააშავებს, მასწავლებელი დატუქსავს. დატუქსვა განიხილება როგორც არასასურველის სტიმულის დამატება

ნეგატიური დასჯის შემხვევევაში,რაიმე ქცევის გამეორების ალბათობის შემცირების მიზნით, ხდება სასიამოვნო სტიმულის მოცილება. მაგალითად, თუ მოსწავლე ისევ იხამაურებს გაკვეთილზე, მასწავლებელი ეტყვის, რომ ერთ დასვენებას გამოტოვებს და კლასში დარჩებადასვენების გამოტოვება წარმოადგენს სასურველის ტიმულის მოშორებას.

არის თუ არა  დასჯა ეფექტური ?

მიუხედავად იმისა, რომ დასჯა გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს და შეაჩეროს ქცევა, უმრავლეს შემთხვევაში ის ვერ ახერხებს აღმოფხვრას პრობლემა ( .. საერთოდ შეწყდეს არასასურველი ქცევის ან მისი ჩამანაცვლებელი ქცევის გამოვლენა).  ამავე დროს, იმისთვის რომ დასჯის მეშვეობით არასასურველი ქცევა შეწყდეს, 1)  მაშინათვე უნდა მოხდეს  სამიზნე ქცევაზე რეაგირება და 2) დასჯა უნდა იყოს კონსისტენტური. განმეორდეს ქცევის ყოველი გამოვლენისას.




არასასურველი ქცევის შესაჩერებლად დასჯა ბევრ სხვადასხვა სფეროში  გამოიყენება ( დაპატიმრება, დაჯარიმება, ბავშვებში - ცემა, ჩაკეტვა ).  თუმცაუმეტეს შემთხვევაში, როგორც ბავშვები, ისე ზრდასრული ადამიანები იმეორებენ ქცევას, რომლისთვისაც დაისაჯნენ.
კვლევების შედგებმა აჩვენა, რომ დასჯით მიღებული შედეგი დროებითია. ‘დასჯილი ქცევა სადამსჯელო ქცევის მოხსნის შემთხვევაში დროთა განმავლობაში აღდგება და განმეორდება’ ამბობს ბიჰევიორიზმის ფუძემდებელი სკინერი თავის წიგნში ‘ბიჰევიორიზმის შესახებ’. ასე რომ , სასჯელი ზოგჯერ აბრკოლებს ქცევის განხორციელებას, მაგრამ სრულიად ვერ აქრობს მას.

  ადამიანის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ბავშვობის პერიოდი, ოჯახთან მისი ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ბავშვები ცელქობენ, ზოგჯერ ‘სწორად’ არ იქცევიან და დედ-მამას აბრაზებენ. რის გამოც მშობლები  დასჯის სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ.უყვირიან,ლანძღავენ, იგნორირებას ახდენენ და სამწუხაროდ, ფიზიკური დასჯის მეთოდებსაც მიმართავენ.

ბავშვის მკაცრად დასჯა, განსაკუთრებით  ფიზიკური დასჯა მასში იწვევს პროტესტის გრძნობას, ამცირებს თანამშრომლობის შესაძლებლობას, უარყოფითად აისახება თავმოყვარეობაზე , რამაც შემდგომში ბევრი სხვა კუთხით შეიძლება იჩინოს თავი. გარდა ამისა, ბავშვი დაისწავლის პრობლემის მოგვარების არსებულ მოდელს - ძალადობას, აგრესიას, ყვირილს.

დასჯის ინტენსივობისა და რაოდენობის მიხედვით, იგი ყალიბდება პიროვნებად, რომელიც რაღაცას არ დააშავებს, რათა არ დაისაჯოს. მაგრამ, როგორც კი მაკონტროლებელი ინსტანცია მოშორდება,დიდია ალბათობა აკრძალული ქცევის განხორციელების. ბავშვთან ურთიერთობისას ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ პიროვნებას ესაუბრება, წვლილი შეაქვს მისი ღირებულებების, ხედვის, ქცევების ჩამოყალიბებაში.ხშირი დასჯა ან ოჯახის წერების არასაკმარი სითბო ბავშვს არასასურველ, ცუდ  ადამიანად, დამნაშავედ აგრძნობინებს თავს.

დასჯის აღნიშნული ნეგატიური ეფექტებიდან გამომდინარე, სპეციალისტები  გვირჩევენ ბავშვთან ურთიერთობისას  ქცევის კორექციის სხვა მეთოდები გამოვიყენოთ. კერძოდ, ვეცადოთ გავზარდოთ სასურველი ქცევების განმეორების ალბათობა.
ისევ ბიჰევიორიზმს რომ  დავუბრუნდეთგანხილულია განმტკიცების ორი მოდელი - პოზიტიური და ნეგატიური  განმტკიცება.
პოზიტიური განმტკიცება გულისხმობს სასიამოვნო სტიმულის მიწოდებას, რომელიც ადამიანში იწვევს დადებით ემოციას და ამით ზრდის ქცევის გამეორების ალბათობას.
როცა ბავშვი რაღაც ახალ სიტყვას ამბობს, ყველა უღიმის, ტაშს უკრავს - სწორედ ესაა პოზიტიური განმტკიცება, ბავშვი ხვდება ,რომ რაღაც კარგს აკეთებს,იგი მოსწონთ, და შესაბამისად აგრძელეს აღნიშნული ქცევის განხორციელებას.
ნეგატიური განმტკიცება წარმოადგენს არასასიამოვნო სტიმულის არიდება. შესაბამისადზრდის ისეთი  ქცევის განმეორების ალბათობას, რომელიც აარიდებს არასასურველ მოვლენას. მაგალითად, თუ ბავშვს გაკვეთილზე ცუდად მოქცევის შემდეგ მასწავლებელი გარეთ არ უშვებს, მოსწავლე მეორე გაკვეთილზე შეეცდება კარგად მოიქცეს.

განმტკიცების მეშვეობით ხდება მისაღები ქცევის ფორმირება, უკვე არსებული ქცევის განმტკიცება.

არსებობს რამდენიმე რჩევა,რომელთა გათვალისწინება უფროსებს ბავშვებთან ურთიერთობას გაგვიადვილებს. პირველ რიგში ნებისმიერ  სიტუაციაში უნდა ვიყოთ მშვიდად. ბავშვს კარგად უნდა მოვექცეთ , თუმცა ეს არ გულისხმობს მათთვის ყველაფრის შესრულებას, პირიქით, უნდა შევეცადოთ ავუხსნათ რაღაცას რატომ არ ვუსრულებთ და მას შემდეგ რაც გადაწყვეტილებას გავახმოვნებთ, ბოლომდე მივყვეთ მას ( შეიძლება ბავშვმა იყვიროს, მიწაზე ფორთხვა დაიწყოს, გაიბუტოს…) მიუხედავად ამისა, მშობელი იქნება თუ სხვა ვინმეარ უნდა გადათქვას თავიდან ნათქვამი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი ყოველთვის გაიმეორებს მას. კარგია ბავშვთან საუბარი, არჩევანის საშუალება  და შეთანხმების შესაძლებლობა უნდა მივცეთ. ამ დროს ის ხვდება, რომ თუ რამე აკრძალულია, რაც არ უნდა გააკეთოს, ვერ მიიღებს და  გარდა ამისა, იცის, რომ უფროსები მას ‘დიდივით’ ექცევიან, აქედან გამომდინარე პრობლემური ქცევების რაოდენობა კლებულობს.
ავტორი : ნატა ძაძამია

Комментариев нет:

Отправить комментарий