გაიცანით
ეს ლუსია
ლუსი
Y თაობის წარმომადგენელია (დაბადებულები 80 იანების ბოლოს 90 იანების
დასაწყისში) დღეისთვის ისინი 20-30
წლისანი არიან. დაამთავრეს უნივერსიტეტი და მუშაობენ. ახალგაზრდებს რომლებიც
მუშაობენ დიდ ქალაქებში და ინტელექტუალური
შრომით არიან დაკავებულები მოიხსენიებენ
როგორც „იუპი“ - young urban professionals. ლუსიც ერთერთი მათგანია.
საერთო
ჯამი ლუსის ყველაფერი კარგად აქვს . მაგრამ რატომ არის ესეთი უბედური?
მოდით
თავიდან განვიხილოთ საიდან ჩნდება ბედნიერება (სიხარული) ძალიან მარტივი
ფორმულაა:
თუ მოლოდინი რეალობაზე
მეტია - გვეუფლება იმედგაცრუება და წყენა. თუ ხდება პირიქით გვიხარია.
აღსანიშნავია რომ ობიექტური რეალობა თამაშობს
მეორეხარისხოვან როლს. ის თავად არ აბედნიერებს და არ ამწუხრებს ადამიანს .
მხოლოდ მოლოდინთან ერთად იძენს
ადამიანზე გავლენის მოხდენის
შესაძლებლობას. თუ ბავშვი დაბადების დღეზე ელოდა x-ბოქსის სათამაშო აპარატს და
ღებულობს ასაწყობ მანქანას ის ნაწყენია , ხოლო თუ ელოდა უბრალოდ მანქანას და
ღებულობს თვით უახლეს, ასაწყობ მანქანას სიხარულისგან იფრენს .
გავიგეთ რა არის ბედნიერება, ამისთვის საჭიროა
რომ რეალობა აჭარბებდეს მოლოდინს . ახლა გავიგოთ საიდან აქვს ლუსის გადამეტებული
მოლოდინები ?
ეს რომ უკეთ გავიგოთ გავიცნოთ მისი მშობლები
|
მშობლები
ლუსის ბებია და ბაბუა - „დიდი თაობის“
წარმომადგენლები არია , ისინი გაიზარდნენ „დიდი დეპრესიის“ დროს, სიღარიბესა და
გაჭირვებაში - გადაიტანეს ა.შ.შ.
ეკონომიკური კრიზისი1930 წელს. მეორე
მსოფლიო ომის დროს ისინი ან ფრონტზე იბრძოდნენ , ან ქარხანაში მუშაობდნენ ,
სადაც დიდი ალბათობით გაიცნეს
ერთმანეთი.
30
წლის კრიზისის და ომიანი 40 იანების შემდეგ იწყება აღმავლობის წლები: მომსახურების სფერო იზრდება
, მოსახლეობამ იპოვა სამსახური , ფული საკმარისია.
ომის ვეტერანებს აძლევენ იპოთეკას, ამერიკელი არქიტექტორები იწყებენ
მშენებლობებს , ახალგაზრდა ოჯახებს ხელმისწვდომი საცხოვრებელი ფართი უჩნდებათ ,
ავტომობილები , ტელევიზორები, და სხვა ამერიკული ოცნებისთვის დამახასიათებელი ელემენტები.
იწყება
მაშტაბური ქორწინების ეტაპი, იბადებიან ბავშვები -დემოგრაფიული ბუმი. „baby bum“. ამერიკა
ივსება ბედნიერი ბავშვებით , რომლებიც ომს მხოლოდ დოკუმენტურ ფილმებში ნახავენ.
ბებია ბაბუა ასწავლიან თავის შვილებს რომ
ცხოვრებაში მთავარი სტაბილური სამსახური და მსუყე შემოსავალია. მათ სურთ რომ
ახალგაზრდების ოჯახში საჭმელი იყოს მუდამ გემრიელი , ხოლო გაზონი სახლის წინ
მობიბინე. სწორედ ეს თაობა (ლუსის მშობლების) იზრდება სტაბილური და გრძელვადანი
კარიერის პრიორიტეტის განცდით.
ლუსის
მშობლებმა იციან რომ , ისინი აუცილებლად მიაღწევენ მწვანე გაზონამდე , საჭიროა
მხოლოდ დაუღალავი შრომა
მშობლებმა
წარმატებით გამოიარეს ჰიპების ეპოქა 70 იანებში და ხელი მოჰკიდეს თავიანთ
საქმეს. და ზუსტად ამ დროს 80 -90 ამერიკაში არნახული ეკონომიკური აღმავლობაა.
იზრდება ყოველგავრი შემოსავალი , ფული შემოედინება ყველა შესაძლო ადგილიდან ,
საჭიროა მხოლოდ მუშაობა.
ჩვენი
გმირები - თამამები და თავდაჯერებულები,პატიოსანი შრომით იშოვეს იმაზე მეტი
ვიდრე გეგმავდნენ, სახლიც უკეთესი იყიდეს
, ცოვრებაც უფრო კომფორტულად მოიწყვეს , ამ ყველაფრის გამო ზრდასრულ
ასაკში მათ ცხოვრებით კმაყოფილების განცდა გაუჩნდათ :
ლუსის
მშობლებს არ უნახავთ ომი ,არც რთული ეკონომიური კრიზისის მომსწრენი არიან.მათ
სჯერათ რომ ყველაფერი ყოველთვის კარგად იქნება -საჭიროა მხოლოდ შრომა. ლუსიც ამ
შთაგონებით აღზარდეს , მეტიც მოხდა უტრირებული , თითქოს შესაძლებლობები
შეუზღუდავია , ლუსისაც (და ყველა მის
თანატოლს) შეუძლია გახდეს ის ვინც სურს
იწყებოდა
90 იანები , ტელევიზიით აჩვენებდნენ ახალგაზრდა
“Backstreet Boys” ს და ცოცხალ კობეინს .პატარა გოგო
ბიჭები კი იზრდებოდნენ თავიანთი უნიკალურობის გაცნობიერების აღქმით, რწმენით რომ მათი შესაძლებლობები უსაზღვროა ამას გარდა , მათ არ მოსწონთ მშობლების
მოსაწყენი ცხოვრება, მუდმივი სამსახური-ეს მოსაწყენია . Yთაობის ცხოვრებაში უნდა მოხდეს
საოცარი მოვლენები , გაზონზე კი აუცილებლად ყვავილებიც ყვაოდეს.
აქედან
გამომდინარეობს პირველი ფაქტი ლუსიზე:
|
ის
ზედმეტად ამბიციურია
ლუსის
და მის თანატოლებს მიაჩნიათ რომ კომფორტული ცხოვრება ძალიან პრიმიტიულია , თუ
ლუსის მშობლები „ამერიკული ოცნების“ განხორციელებისკენ მიილტვოდნენ , თავად ლუსი განახორციელებს , საკუთარ, პირად, უნიკალურ
ოცნებას.
მწერალი
და მკვლევარი კელ ნიუპორტი დააკვირდა პოპულარულ ფრაზას მიჰყევი საკუთარ ოცნებას
, (follow your passion) ბოლო 20 წლის მანძილზე .
ანალიზისთვის გუგლის ხელსაწყო Ngram Viewer
იქნა გამოყენებული , რამაც აჩვენა თუ როგორ ხშირად იყენებს ინგლისურ ენოვანი პრესა
აღნიშნულ სიტყვათაშეთანხმებას. შეადარეთ როგორ იკლებს პოპულარულობა „სტაბილური
სამსახურის „(a secure career) და იზრდება (a fulfilling career):
ლუსის
და მის თანატოლებს მართალია, სურთ
სტაბილური შემოსავალი მაგრამ ამავდროულად
სამსახურს უნდა მოჰყვებოდეს სულიერი
კმაყოფილება და განცხრომა , ამაზე მათი მშობელები ვერც კი იოცნებებდნენ .
ამასთნ ლუსის მხოლოდ გადამეტებული ამბიციები
არ აწუხებს , ადრეული ბავშობიდან მასში ფესვებს იდგამს, მშობლებისგან ხაზგასმული
, კიდევ ერთი აზრი :
ეხლა
კი დადგა დრო დავახასიათოდ ის ეპოქა როდისაც ლუსის უწევს ცხოვრება :
|
ოცნების
, ფანტაზიის სამყარო
„კი მართალია , ყველა ჩვენ მივაღწევთ
ცხოვრებაში ბედნიერებას და წარმატებას. და ყველანი ვიპოვით სამსახურს რომელიც მოგვწონს და შემოსავლის წყაროდაც ეს იქნება .
მაგრამ მე ხო განსაკუთრებული ვარ, მე დავტოვებ კვალს და ბრბოს მოვექცევი
სათავეში „-ფიქრობს ლუსი კოლეჯში ლექციებზე.
და აი ლუსის გარდა მთელი თავისი თაობა თვლის რომ მის გაზონი არა მხოლოდ მწვანე მობიბინე ბალახით იქნება დაფარული , არამედ ფერად ფერადი ყვავილები უნდა ყვაოდეს ყველა განსაკუთრებულია ,ლუსი
დარწმუნებულია რომ ის დაამთავრებს სასწავლებელს და მისი გაზონი იქნება
განსაკუთრებით თვალწარმტაცი
ეს
მცდარი შეხედულება ბოროტ ხუმრობად გადაიქცევა ლუსის დიპლომის აღების დროს.
თუ
ლუსის მშობლებს ამზადებდნენ მრავალწლიანი შრომისთვის , მას ზრდნიდნენ როგორც
გამორჩეულს და განსაკუთრებულს , ის აღსავსეა განცდით რომ სამსახური ექნება
მსუბუქი და მშვიდი , საჭიროა მხოლოდ სასურველი სფეროს არჩევა და მოცდა ,მანამ
სანამ მის ტალანტს აღმოაჩენენ . აი ასე ხედავს ლუსი თავის კარიერას
უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსებზე:
მაგრამ
სამწუხაროდ, ნამდვილი სამსახური ეს ცრემლები და ოფლის ღვრაა, მაშინაც კი როდესაც
თქვენ მარტორქიან , აყვავილებულ გაზონს არ უმიზნებთ . სტაბილური კარიერის შესაქმნდელად საჭიროა მრავალწლიანი შრომა , რითვისაც ლუსის
არ ამზადებდნენ , მისი მოლოდინით რამოდენიმე
წელში ის გახდება ახალი ჯობს-ცუკენბერგი .
მაგრამ ის ვერ გახდება, ძალები არ არის საკმარისი.
ლუსი ამ ფაქტის აღიარებისთვის მზად არ არის.
პრფესორი პოლ ხარვი , აღიარებული
ლუსითმცოდნე და ფსიქოლოგი , იკვლევდა Yთაობის მსოფლმხედველობას. მან
აღნიშნა რომ ამ თაობის წარმომადგენლების ახასიათებთ „არარეალური მოლოდინები
ცხოვრებისგან და უსაფუძვლოდ მაღალი თვითშეფასება“ ამასთან ეს თაობა „ძალიან
მტკივნეულად აღიქვამს კრიტიკას“
„საკმარისი ძალისხმევის გაღების გარეშე , განაგრძობენ ცხოვრებისგან
სერიოზულ ანაზღაურების, საჩუქრის მიღებას , წერს ხარვი - „შესაბამისად გრძელდება მათი იმედგაცრუება“
მიუხედავად ამისა რომ ლუსის ძალიან მაღალი წარმოდგენა აქვს თავის
თავზე, რეალობა სხვაა , აი სად აღმოჩნდება ლუსი უნივერსიტეტის დამთავრებიდან 2
წელიწადში
ჩვენმა
გმირმა შეიქმნა არარეალური მოლოდინები , შესაბამისად ბუნებრივია იმედი გაუცრუვდა
. მოლოდინბების და რეალობის შეუსაბამისობის გამო ის უბედურია
მაგრამ
ეს ყველაფერი არ არის , არის კიდევ ერთი პრობლემა რომელიც ამძიმებს ლუსის
მდგომარეობას .
|
თითქოს
მას ყველა დასცინის
გასაგებია
რომ ლუსის მშობლების თაობის წარმომადგენლებისგან ზოგი შედარებით მდიდარია , ზოგი ბედნიერი .. მაგრამ რადგან
ამ ადამიანების დიდი უმრავლესობამ
ცხოვრებდა facebook ის გარეშე , არ ფლობდნენ ინფორმაციას იმაზე თუ
როგორ ცხოვრობდნენ მისი თანატოლები , როგორი იყო მათი კარიერა .ცხოვრობდნენ
თავისთვის , დაკავებულები იყვნენ საკუთარი საქმეებით, უკეთეს შემთხვევაში მეზობლის გაზონისკენ თუ
გაექცეოდათ თვალი
აი ლუსი კი მისდევს ულტრა მოდურ ტენდეციას : facebookის
ტყული
სოციალური
ქსელის გამო ლუსი ცხოვრობს სამყაროში სადაც:
1) ადამიანები მუდმივად აქვეყნებენ
ინფორმაციას საკუთარ თავზე
2) რასაც ისინი აქვეყნებენ ხშირ
შემთხვევაში არ შეესაბამება სიმართლეს
3) ძირითადად გარშემომყოფები
აზიარებენ თავიანთ წარმატებებს და ჩუმდებიან წარუმატებელ საქმეებზე
თუ შევიხედავთ ლუსის ტიპური თანაკლასელის facebook
გვერდზე
, დაგვხვდება წვეულებები, შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან , მოგზაურობები
საზღვარგარეთ , საჩუქრები თაყვანისმცემლებისგან და ძვირადღირებული რესტორნები .
და არსად არ შეგხვდებათ წარწერა რომ ისინი სინამდვილეში მუშაობენ კლუბში სასმლის დამტარებლად, ფულს მშობლებს სთხოვენ
და ეს ვარდები კი თავადვე შეიძინა. ამ ყველაფერს შეგვიძლია „კონსტრუირებული
იმიჯი“ ვუწოდოთ .
სწორედ ამის გამო ლუსის უჩნდება განცდა რომ
ყველას გარშემო ყველაფერი კარგად აქვს , და მხოლოდ მან ვერ მიაღწია ვერაფერს
აი
რატომ თვლის ლუსი თავს ცუდად . სრულიად შესაძლებელია რომ მან კარიერა ძალიან
კარგადაც დაიწყო , მაგრამ მას აწუხებს განცდა საკუთარი შეუმდგარობის ,
არარელიზირებულობის.
რა რჩევები შეიძლება მივცეთ ლუსის
და მის თანამოაზრეებს:
1) დარჩით ისეთივე ამბიციურები
როგორებიც ხართ . სამყაროში საკმარისადაა შესაძლებლობები რომ მოვახდინოთ
საკუთარი თავის რეალიზირება , საჭიროა მხოლოდ ავიღოთ და გავაკეთოთ. შესაძლოა რომ
ყველაფერი ისე არ გამოვიდეს როგორც ვგეგმავთ
,მაგრამ რაღაც აუცილებლად გამოვა. საჭიროა მხოლოდ მოქმედბა!
2) საჭიროა შეწყვიტოთ იმის ფიქრი რომ განსაკუთრებულები ხართ.
ცხოვრებისეული სიმართლე ისაა რომ თქვენ გამოუცდელი ახალგაზრდა ხართ , რომელსაც
ჯერ ჯერობით არაფერი აქვს სამყაროსთვის შესათავაზებელი. ამას რომ მივაღწიოთ
საჭიროა დიდხანს და დიდი ძალისხმევით შრომა.
3) დღეს დღეისობით იმიჯის შექმნა
ძალიან ადვილია , შემდგარი და
წარმატებული ადამიანის როლის მორგება ყველას შეუძლია , საჭიროა მხოლოდ iPhone სწორი კუთხით დაჭერა . თქვენთვის
კი მნიშვნელოვანია თქვენი საქმის კეთება გულით და მთელი ძალისხმევით
ავტორთან შეთანხმებით მოამზადა ირმა კვაჭაძემ
|
Комментариев нет:
Отправить комментарий