ნარკომანია – XXI -ე საუკუნის აქტუალურ
თემას და საუკუნის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. იგი
მხოლოდ დაავადება როდია; ის ცხოვრების წესია, გზა, რომელსაც ადამიანი
ინტელექტის, სხეულისა და სულის განადგურებამდე მიჰყავს. სამწუხაროდ, უკანასკნელ
წლებში ნარკომანია ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად იქცა. ბევრმა მხოლოდ ნარკომანების
ერთი შეხედვით ამოცნობა კი არ ვისწავლეთ, არამედ ახლობლებსა და მეგობრებს შორის
მათ არსებობასაც შევეგუეთ. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ახალგაზრდების თითქმის
ნახევარს ამა თუ იმ ნარკოტიკისთვის ერთხელ მაინც გაუსინჯავს გემო. ტელევიზიით თუ
პრესით თითქმის ამომწურავ ინფორმაციას ვიღებთ ამ დამღუპველი სენის შესახებ, და
მაინც, ნარკომანთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ალბათ
ბევრისთვის პასუხ გაუცელემელი რჩება კითხვა – რას არის ნარკომანია,
ავადმყოფობა თუ უბრალოდ მავნე ჩვევა? რომელსაც ადამიანი მიმართავს პრობლემებთან გამკლავების
უუნარობის დროს, ისეთ დროს, როდესაც იგი გაურბის რეალობას და ამ ქმედებით ხაზს უსვამს
თავის სისუსტეს.
ნარკომანია – ბერძნ. νάρκη /narkē/ — „ძილი“, „გაშტერება“ „მიდრეკილება“ –ის აღმნიშვნელია , იგი ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული. ეს არის ავადმყოფური ლტოლვა იმ ნივთიერებების მიმართ, რომელთა მუდმივი მიღებით, ითრგუნება ცენტრალური ნერვული სისტემა,ლტოლვა ჩვევაში გადაიზრდება, და ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ნარკოტიკებს იღებენ იმ სასიამოვნო შეგრძნებათა გამო, რომლებიც მათი მიღებისთანავე აღმოცენდება, ეს ეფექტი ე.წ.კაიფი ხანმოკლეა, შემდეგ იწყება გამოსვლის ფაზა, რომელსაც თან სდევს: გულისცემისა და სუნთქვის გახშირება ან შენელება, ოფლიანობა, სხეულის ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუხვევა, პირის სიმშრალე, ხელების კანკალი, წონაწორობის დარღვევა.
ნარკოტიკულ საშუალებებზე ადამიანს უჩნდება ფსიქოლოგიური და ფიზიკური დამოკიდებულება.
ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გულისხმობს რომ ადამიანი კარგავს არჩევანის უნარს -„მოხმარება არ მოხმარების“ თაობაზე, ხოლო ფიზიკური დამოკიდებულება გულისხმობს ადამიანის ყველა სასიცოცხლო ორგანოს ჩათრევას დაავადებაში, რაც ვლინდება ე.წ.”ლომკის” სახით.
ნარკოტიკულ საშუალებებზე ადამიანს უჩნდება ფსიქოლოგიური და ფიზიკური დამოკიდებულება.
ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გულისხმობს რომ ადამიანი კარგავს არჩევანის უნარს -„მოხმარება არ მოხმარების“ თაობაზე, ხოლო ფიზიკური დამოკიდებულება გულისხმობს ადამიანის ყველა სასიცოცხლო ორგანოს ჩათრევას დაავადებაში, რაც ვლინდება ე.წ.”ლომკის” სახით.
მომხმარებელთა ჯგუფები
ნარკომანია უმთავრესად გავრცელებულია 35 წლამდე ასაკის ქალაქში მცხოვრებ მამაკაცებს შორის, თუმცა შეიმჩნევა მომხმარებელი ქალების რაოდენობის მატებაც. საგანგაშო ის არის, რომ ნარკომანების უმეტესობა 25 წლამდე ასაკისაა. მართალია, ნარკომანია უმთავრესად ქალაქების პრობლემაა, მაგრამ ბოლო ხანს მისდამი ლტოლვა ქალაქებიდან საკმაოდ მოშორებულ სოფლებშიც გაიზარდა. განათლების დონის მიხედვით ნარკომანები თანატოლებისგან არ გამოირჩევიან: მათ უმრავლესობას (83,3%) აქვს საშუალო, არასრული უმაღლესი და უმაღლესი განათლება, 61,7% შრომობს, 5,8 % სწავლობს; არც სწავლობს და არც მუშაობს 24,8%. 46% ნასამართლევია. ამათგან ყოველი მეორე სასჯელმოხდილია ან იხდის სასჯელს იმ დანაშაულის გამო, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ნარკოტიკების მოხმარებას უკავშირდება. ყოველი მეოთხე მათი არაკანონიერი დამზადების, შეძენის, შენახვის, გადატანის გამოა დასჯილი. ყოველი მეორე ცხოვრობს ოჯახში, რომლის წევრიც ბოროტად იყენებდა ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ საშუალებებს, ნასამართლევი ან მძიმე ავადმყოფია. ნარკოტიკული ნივთიერებებისადმი ლტოლვა ხშირად ყალიბდება ფსიქიკური ან ნერვული დაავადებების მქონეთა ოჯახის წევრებს შორის.
ნარკომანია დაავადება თუ დანაშაული ?
საქართველოს პარლამენტში მიღებული კანონის თანახმად , ნარკოტიკების მომხმარებლებს ადმინისტრაციული ჯარიმის სახით, 1.000 ლარის
გადახდა უწევთ. მაშინ
, როდესაც აღნიშნული კანონი პარლამენტის მიერ 2000 წელს მიღებულ კანონს ეწინააღმდეგება,
რომლის მიხედვითაც, ნარკომანია დაავადებადაა აღიარებული. ახალი კანონით კი
ნარკომანია დანაშაულად და ნარკომანები - დამნაშავეებად არიან გამოცხადებულნი. მთელ
მსოფლიოში მოქალაქეებს ნარკოტიკებისთვის თავის დასანებებლად, კლინიკები ეხმარებიან
და იქიდან, ხალხი ჯანმრთელი გამოდის, საქართველოში კი პირიქით ხდება - ასეთი კლინიკები იხურება და
ნარკომანიით დაავადებული ადამიანები დამნაშავეებად ცხადდებიან. გარდა ამისა, საჭიროა, ნარკომანს ვუმკურნალოთ და თუ ის, ნარკოტიკების
შესაძენად, დანაშაულს ჩაიდენს, ასეთ შემთხვევაში უნდა დაისაჯოს სისხლის სამართლის
კოდექსის მიხედვით. ნარკომანებიც იყოფიან ორ ჯგუფად: პირველი, რომელიც ცდილობს რომ გამოსწორდეს და მიმართავს შესაბამის ორგანოებს და მეორე, რომელიც თავს არ დაანებებს არავითარ შემთხვევაში და იგი მალულად კვლავ
აგრძელებს ნარკოტიკის მოხმარებას. პირველ შემთხვევაში ადამიანი
გამოსწორების გზაზეა და ამაში ყველანაირად უნდა შეეწყოს ხელი და დამნაშავედ არ
უნდა ვცნოთ, მაგრამ მეორე
შემთხვევაში როდესაც ადამიანი იმალება და განაგრძობს ნარკოტიკების მოხმარებას იქ
ჩარევაა საჭირო.
დაქვეითებული თვითშეფასება, მერყევი ხასიათი; უფროსებისადმი (მშობლებისა და პედაგოგებისადმი) მიმართული საპროტესტო რეაქციები; თვითდესტრუქციული ქცევა; ცნობისმოყვარეობა; მუქარა და ძალისმიერი ზეგავლენა. ჩამოთვლილი მიზეზებიდან ნარკოტიკების გამოყენებამდე ყველაზე ხშირად მივყავართ სამს: 1.მოწყენილობასა და ცნობისმოყვარეობას;
2. მეგობართა თავყრილობის დროს ერთდროულ გამოყენებას;
3.არსებული რეალობისგან გაქცევის სურვილს.
ეს ნარკომანიის პირველადი მიზეზებია, მისი საბოლოო მიზეზი კი არის ადამიანურ ფასეულობათა შემეცნების უუნარობა, დასახული მიზნის მისაღწევად დაბრკოლებათა გადალახვის შიში და მცდარი შეხედულება, რომ მძიმე წუთებში დახმარება მხოლოდ ნარკოტიკს შეუძლია. ნარკომანად ჩამოყალიბება იწყება ნარკოტიკული ნივთიერების პირველივე გასინჯვიდან. საბოლოო შედეგამდე დრო უპირატესად პიროვნულ თვისებებსა და გამოყენებული ნარკოგენული პრეპარატის სახეობაზეა დამოკიდებული.
ნარკოტიკებს აჯგუფებენ მათი წარმოშობისა და ორგანიზმზე მოქმედების დიაპაზონისა თუ ხარისხის მიხედვით. ცნობილია:
·
ოპიატები (მორფინი, პრომედოლი, ფენადოლი და სხვა);
·
ე. წ. მფრინავი ნარკოტიკულად მოქმედი ნივთიერებანი;
·
ფსიქოსტიმულატორები (ჩვეულებრივი სტიმულატორები);
·
კანაფის პრეპარატები (ჰაშიშური ნარკოტიკები);
·
ტკივილგამაყუჩებლები.
განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებული ნარკოტიკია კანაფი (დაახლოებით 150 მილიონი მომხმარებელი ყავს), მას მოსდევს ამფეტამინების ჯგუფის სტიმულატორები (დაახლოებით 30 მილიონი — ძირითადად მეტამფეტამინს და ამფეტამინს, 8 მილიონი — ექსტაზს). 13 მილიონ ადამიანზე მეტი იყენებს კოკაინს და 15 მილიონი ოპიატებს (ჰეროინი, მორფინი, ოპიუმი, სინთეტიკური ოპიატები), მათ შორის დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი იყენებს ჰეროინს.
ამასთან მკვეთრად იზრდება ე. წ. „მსუბუქი ნარკოტიკების“ პოპულარობა — განსაკუთრებით ყველაზე გავრცელებული, აკრძალული ნარკოტიკის — მარიხუანის. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, შეინიშნება ამფეტამინების რიგის სტიმულატორების ბოროტად გამოყენების შემთხვევების სიხშირე (ძირითადად ექსტაზი ევროპაში და კრისტალი აშშ-ში), რომელთაც მოსდევს კოკაინი და ოპიატები.
მარიხუანა
მარიხუანა, კანაფის სამშობლო ცენტრალური აზიაა. კანაფი, როგორც სამკურნალო, საყოფაცხოვრებო და მსუბუქი თრობის პოპულარული საშუალება, უძველესი დროიდანაა გავრცელებული. ტკივილის გასაყუჩებლად საჭირო იყო ჰაშიშის ძალიან დიდი დოზა, რომელიც მზადდებოდა კანაფის ფისისგან და იწვევდა ჰალუცინოგენურ თვისებებს. მარიხუანას მოხმარება უფრო მეტად გავრცელებულია აზიაში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ლათინურ ამრიკაში და ამრიკის შეერთებულ შტატებში.
ამერიკელი მეცნიერის მიერ დადგინდა, თუ ადამიანმა მოწია მარიხუანა. მეორე დრეს მისი აღქმის უნარი სამჯერ კლებულობს. მთელ სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში, იმიტომ არის ცხოვრების დონე დაბალი, რომ უმრავლეოსა კანაფს ეწევა. სამკურნალოდ მისულ პაციენტებს შორის ჰეროინის შემდეგ მარიხუანას მომხარებლებლები არიან. ერთი წლის წინ ისრაელის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეძრა მსოფლიო. მათი აზრით, მარიხუანა კურნავს. ებრაელი მედიკოსების დასკვნით კანაფი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც ადამიანში აგრესიას, აღელვაბას და გაღიძიანებას ბლოკავს, სტრესულ სიტუაციაში კი სიმშვიდის შენარჩუნების საშალებას იძლევა. ამ დასკვნამდე მეცნიერები ვირთხებზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად მივიდნენ. დაკვირვების
შედეგად, მეცნიერების ნაწილმა შეცვალა თავისი დამოკიდებულება და აღიარეს, რომ მარიხუანა ყველაზე საშიში ნარკოტიკია, რომელსაც ბრძოლა უნდა გამოვიცხადოთ, რადგან მისი ხანგრძლივი მოხმარება ადამიანს უკარგავს მოვლენების რეალურად აღქმის შესაძლებლობას..
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის ფრაზა, რომ სტუდენტობის პერიოდში ის მარიხუანას ეწეოდა ისტორიაში შევიდა. ის აცხადებს რომ მარიხუანას მცირე რაოდენობა არ არის დანაშაული. ბარაკ ობამამ აღიარა, რომ ახალგაზრდობისას ის მარიხუანას მოიხმარდა და კოკაინიც გაუსინჯავს. 2011 წლის 2 ივნისს, გაეროს ნარკოტიკებთან ბრძოლის ეროვნულმა კომისიამ, სახელმწიფოებს მარიხუანას ლეგალიზაციისკენ მოუწოდა და შერბილებული იქნას ნარკოტიკებთან ბრძოლის ხისტი პოლიტიკა და იგი დაეყრდნოს ჰუმანურ დამოკიდებულებასა და ადამიანის უფლების დაცვის საფუძველს, რაც დანაშაულს შეამცირებს. ასევე მოუწოდებს პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს გამოიჩინონ მამაცობა და საჯაროდ განაცხადონ ის, რასაც ნაწილობრივ ეთანხმებიან და მხარი დაუჭირონ მარიხუანას ლეგალიზაციას. ურუგვაი, აღმოსავლეთ აზია, კურორტი ბრეკინრიჯი, და კოლორადო ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც მარიხუანა უკვე ლეგალიზებულია.
26 ივნისი საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული. სამწუხაროდ ამ დღის აღნიშვნა არ არის საკმარისი პრობლემის მოსაგვარებლად. ვფიქრობ, გამოსავალი ჩვენშია. ერთმანეთის გვერდში დგომით, ერთმანეთზე ზრუნვით, შევძლებთ ავარიდოთ საფრთხე მომავალ თაობას. მეტი ყურადღებით და სიფრთხილით ჩვენ შეგვიძლია უკეთესი გავხადოთ ჩვენი მომავალი. ურიგო არ იქნება, რომ თითოეული ნაბიჯის გადადგმისას დავფიქრდეთ, არის ეს გზა ღირსი, რომ სვლა განვაგრძოთ? და თუ კი მაშინ გადავდგათ მეორე ნაბიჯი წარმატებისკენ.
ავტორი: ნინი მარეხაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий