вторник, 13 мая 2014 г.

სოციალური დილემა



 მთელ მსოფლიოში თანამედროვე საზოგადოება უამრავი ისეთი პრობლემის
წინაშე დგას,  რომელიც პიროვნებისა და სოციუმის ინტერესებს შორის
კონფლიქტს გულისხმობს.

სტატია მინდა დავიწყო ერთ­ერთი რეალური სოციალური დილემის მაგალითით,
რომელიც ჰოლანდიაში 1978/1979 წლის ზამთარში  მომხდარ ამბავს უკავშირდება.
უჩვეულო დიდთოვლობის გამო ჩრდილოეთ ჰოლანდიის ერთ-­ერთი პატარა
სოფელი ჩაიკეტა. მოსახლეობას არ ჰქონდა ელექტროენერგია შუქის,
ტელევიზორის, გამათბობლის გამოსაყენებლად. აღმოჩნდა, რომ 150 მოსახლიდან
ერთს ჰქონდა   გენერატორი, რომლის  გამომუშავებული ენერგია ეყოფოდა
ყველას, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  ყველა ოპტიმალურად
მოიხმარდა მას ( ვთქვათ,აანთებდნენ ერთ ნათურას,გამათბობელი მხოლოდ 18
გრადუსამდე გაეცხელებდნენ და ა.შ. ...).  გენერატორი ძალიან მალე გაითიშა
ენერგიის ზედმეტი გამოყენების გამო ( ტელევიზორის ჩართვა, გამათბობლის
მაღალ ტემპერატურაზე დაყენება.. ) შესაბამისად, მოსახლეობა ქალაქთან
დაკავშირებამდე ცუდ პირობებში იმყოფებოდა.   მეტ­ნაკლები სიმკვეთრით ბევრი
მსგავსი მაგალითის მოყვანა შიძლება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან.
სოციალურ ფსიქოლოგიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოცალური დილემის
ფენომენს, რადგან ერთი ადამიანის გადაწყვეტილება შეიძლება ფატალური
აღმოჩნდეს სოციუმისთვის ან პირიქით, დიდი  სარგებელი მოუტანოს.

 რა არის სოციალური დილემა  ?   
სოციალურ  დილემა წარმოადგენს საზოგადოებრივ და პირადულ ინტერესთა 
შორის კონფლიქტს. ქცევის არჩევისას, საბოლოო ჯამში,  პიროვნებისთვის
გადაწყვეტილების მიღების ორი ალტერნატივა   არსებობს :
 1) იმოქმედოს თავისი თავის საკეთილდღეოდ
 2) იმოქმედოს სხვების( საზოგადოების, ოჯახის...)
ინტერესთა გათვალისწინებით.   თავისთავად, ინდივიდისთვის უფრო მომგებიანია იმოქმედოს მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე( როგორც ზემოთ აღნიშნულ მაგალითში იყო
ნათქვამი, ვიღაცამ მაღალ ტემპერატურაზე ჩართოს სახლში გათბობა) . მეორე
მხრივ, თუ ყველა მხოლოდ თავისი თავის  საკეთილდღეოდ მოიქცევა, ამით
საერთო მდგომარეობა გაუარესდება ( გენერატორი საერთოდ გამოირთო).  ე.ი.
ეგოისტური, არაკოოპერატიული  ქცევა ცალკეული  ინდივიდისთვის მომგებიანია,
მაგრამ ერთის მიერ 'გაფუჭებული საქმე'  მთელი საზოგადოების, ან ჯგუფის
პრობლემა ხდება.
 ისმის კითხვა,  ადამიანი  ზოგადად რამდენად  ტენდენციურია, გადაწყვეტილება
მიიღოს საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით.
 საინტერესოა , რა ფაქტორები განსაზღვრავს ინდივიდის კოოპერატიულ ქცევას?  
 ფსიქოლოგიაში კოოპერატიული ქცევის მასტიმულირებელი ფაქტორების სამი
ძირითად კლასს განასხვავებენ  : მოტივაციური , სტრუქტურული და
სტრატეგიული.

მოტივაციური ფაქტორები  
 ნებისმიერ ქცევას რაიმე მოტივი უდევს საფუძვლად. არსებობს კოოპერატიული
ქცევის რამდენიმე მიზეზი.

 1) ზოგ შემთხვევაში ადამიანები აანალიზებენ არსებულ სიტუაციას. ხედავენ, რომ
თანამშრომლობით მიღებული  შედეგი უფრო მომგებინი იქნება მათთვის და ამის
გათვალისწინებით იღებენ გადაწყვეტილებას. 2) ადამინებს აქვთ ჯგუფის მიმართ
მიკუთვნილობის განცდა, რაც უფრო მაღალია ჯგუფთან შეჭიდულობა, მით უფრო
მეტია ალბათობა, რომ ინდივიდი ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე
იმოქმედებს. 3) ჯგუფური შეჭიდულობა იზრდება სხვა ჯგუფთან შეიჯიბრებისას (
მაგ : სპორტულ გუნდებში კარგად ჩანს ეს ფენომენი). 4) თანამშრომლობა
ინდივიდებისთვის შესაძლოა სოციალიზაციისა და კომუნიკაციის გამო იყოს
მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაში ეს მოდელი ჩაკეტილი წრესავითაა :  ადამინი აკეთებს რაღაცას, იმისთვის რომ მოეწონოთ და სოციალიზებული იყოს, და
ჯგუში იღებენ იმის გამო, რომ ‘საერთო საქმის’  შესრულებას უწყობს ხელს.

მოტივაციურ ფაქტორში ქცევა და მისი მოტივი განპირობებულია ინდივიდის
პიროვნული ტიპით. 1) ინდივიდუალისტები­ ისინი ეგოისტურად იღებენ
გადწყევტილებას, მათთვის  თავიანთი ინტერესებია მნიშვნელოვანი. 2)
კოოპერატიული ტიპის ადამიანები­ მოქმედებენ ჯგუფის ინტერესებიდან
გამომდინარე 3 ) შეჯიბრებითი ტიპის ინდივიდები ­ მათ მოსწონთ საკუთარი
თავის წარმოჩენა , თავიან ჯგუფშც ცდილობენ სხვებისგან გამოირჩნენ.
 
სტრატეგიული მოდელის თანახმად, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპისაა ადამინი,
სიტუაციიდან გამომდინარე ის აირჩევს ყველაზე მომგებიან ქცევას. მოდელის
ძირითადი ბაზისი ევოლუციური თეორიაა , რომლის მიხედვითაც სახეობის
გადრჩენა არაცნობიერად მაინც უბიძგებს ადამიანს მიიღოს საუკეთესო
გადაწყვეტილება არსებულ ვითარებაში.
ვფიქრობ, აღნიშნული მოსაზრება სწორია თუ სიცოცხლეს ეხება (
კატასტროფები… ). მაგრამ ყოველდღიურ სიტუაციებში , როცა სოციუმის
ფუნქციონირებას ეხება საქმე, ადამიანები ცდილობენ რაციონალურად იმსჯელონ,
აქედან გამომდინარე მათი გადაწყვეტილება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად
აქვთ ლოგიკური აზროვნებისა და პერსპექტივაში ხედვის უნარი განვითარებული.

სტრუქტურული მოდელის მიხედვით კოლობორაციონიზმი იზრდება თუ ჯგუფს
ყავს ლიდერი და აქვს დასჯის ინსტრუმენტი იმ პიროვნების მიმართ, ვინც
ჯგუფის ნორმებს უარყოფს. აღნიშნული მოდელი უდევს საფუძვლად
სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობას.


ახლა განვიხილავ  სოციალური დილემის გადაჭრის სტრატეგიებს, რომლებიც
ყოველდღიურ სიტუაციებში მეტ­ნაკლებად ეფექტურია. 1)  კონკრეტული სოციალური დილემის შესახებ უნდა მოხდეს ინფორმაციის
მიწოდება.შესაძლოა ინდივიდი ვერ ხვდებოდეს , რომ თავისი საქციელით
უარყოფით გავლენას ახდენს კოლექტივზე, ან მის მიერ დასახულ მიზანზე.
მაგალითად, მუდმივად გაღებული  აქვს ონკანი, ძირს ყრის ნაგავს ( მათ შორის
ავტობუსის ბილეთს, ან სიგარეტის ნამწვს…)
2) სოციალურ დილემასთან დაკავშირებული  სოციალური ნორმის გაძლიერება.
საზოგადოებრივსა და პირად ინტერესებს შორის ჭიდილს გულისხმობს .  ამავე
დროს ადამინის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის სოციალიზაცია მნიშვნელოვანია,
კონკრეტული ქცევის არამართებულად, უსარგებლოდ გამოცხადების შემდეგ
ინდივიდის არჩევანი მეტი ალბათობით ‘სწორი’ ქცევისკენ გადაიხრება.
3) ფორმალური მხარის  გამკაცრება ­  წესების, კანონების გამკაცრება.  მაგალითად,
ჯარიმა შუქნიშნის წითელ შუქზე  გზის გადაკვეთისას, ნაგვის დაყრისას… )

  სოციალური დილემა ფართო თემაა და შესაბამისად ბევრი სხვადასხვა კუთხით
შეიძლება განვიხილოთ.  თუმცა, ამ შემთხვევაში  საზოგადოების
პასუხისმგებლობის კუთხით ყველაზე უპრიანი იქნება.
  ამავე დროს, მნიშვნელოვანია, თუ რა წარმოადგენს პირად ინტერესს, სოციალურ
ინტერესს ( რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს რაიმე კონკრეტულ ჯგუფს,
ვთქვათ ოჯახს), და რამდენად დავავიწროვებთ სოციალური დილემის ცნებას.


ავტორი : ნატა ძაძამია 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий