მუსიკა სამედიცინო დანიშნულებით უძველესი დროიდან გამოიყენებოდა
დასავლურ სამედიცინო პრაქტიკში. ანტიკური დროის ფიზიკოსებს და ფილოსოფოსებს , ჰიპოკრატეს და გალენს
მტკიცედ სჯეროდათ იდეის ,რომ ადამიანს უნდა მიუდგე როგორც მთლიან ორგანიზმს .თუმცა
განმანათლებელთა ეპოქაში აქცენტი გაკეთდა კონკრეტულ
სპეციალობებზე ,ამიტომ დამატებითმა და ალტერნატიულმა მკურნალობამ დაკარგა მნიშვნელობა
ტრადიციულ სამედიცინო პრაქტიკაში. მიუხედავად ამისა , მუსიკა აღნიშნულია ფიზიკოსთა
ჩანაწერებში ,მე-18 , მე-19 საუკუნეებში.
მუსიკოთერაპია ტერმინის
დღევანდელი მნიშვნელობით მე-2 მსოფლიო ომის დროს ჩამოყალიბდა. სამხედრო ჰოსპიტალებში
ხალხმრავალობამ ბიძგი მისცა სასაიმოვნო დამატებით თერაპიების განვითარებას.
მუსიკოთერაპიის ეროვნული
ასოციაცია (NAMT ) დაარსდა 1950 წელს ,რათა მომხდარიყო მეთოდის სტანდარტიზება და ხელი შეეწყოთ ამ დარგში მოხალისეებისა და სპეციალისტებისთვის
. ამ პერიოდიში განსაკუთრებით გამოჯანსაღებულ ვეტერანებთან გამოიყენებოდა.საბოლოოდ, 1998 წელს ჩამოყალიბდა ‘ამერიკის მუსიკოთერაპიის ასოციაცია’ (AMTA) რომლის
მიზანია გაზარდოს მუსიკის თერაპიული გამოყენება
რეაბილიტაციისას , ასევე სპეციალურ განათლებასა და თემის განვითარებაში .
AMTA-ს მართავს 14 კაციანი დირექტორთა საბჭო.
მუსიკა არის უნივერსალური
ენა და ადამიანის არსებობის ყველა დონეზე ახდენს გავლენას.
თანამედროვე მეცნიერება
და მედიცინა მუსიკის განმაკურნებელ ძალას თავიდან იკვლევეს.აღნიშნული თერაპია გამოიყენება მენტალური და ფიზიკური პრობლემის მქონე
პაციენტებთან ,რეაბილიტაციისთვის, და სპეციალური განათლებაში .
მოცემული მიმოხილვა მოიცავს
სხვადასხვა ეპოქის ისტორიულ მონახაზს ე.წ. მუსიკალური ფორმების განვითარებასთან დაკავშირებით,
უდიდესი კომპოზიტორების წვლილს ამ სფეროში და იმ სარგებელს, რომლის მიღწევაც შეიძლება
მუსიკის საშუალებით.
რა არის მუსიკა?
მუსიკა წარმოიშვა ფსიქოლოგიური,
სოციალური, კულტურული თუ ისტორიული მიზეზების გამო. ამ ფენომენს მრავალფეროვანი განმარტება
აქვს, რომელთაგან ყველა შეიძლება მისაღები იყოს.
მუსიკა შეიძლება განისაზღვროს,
როგორც „ხელოვნება, რომელიც მგრძნობიარედ და ლოგიკურად უკეთებს ორგანიზებას ხმებს და სიჩუმეს მელოდიის ძირითადი პრინციპების გამოყენებით, ჰარმონიისა და რიტმის, კომპლექსური ფსიქოანიმური პროცესების ინტერვენციის მეშვეობით. ამ ხელოვნების მიზანი არის მსმენელში გამოიწვიოს ესთეტიკური გამოცდილება, გამოხატოს გრძნობები, გარემოებები, ფიქრები ან იდეები“.
„მუსიკა არის სტიმული, რომელიც ინდივიდის აღქმის სფეროზე გავლენას ახდენს, მაგალითად ხმის ნაკადს შეუძლია სხვადასხვა ფუნქციის შესრულება (გასართობი, საკომუნიკაციო, გარემო, ა.შ.).
მუსიკალური ჟანრი ყალიბდება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ ინტელექტუალური განვითარების შედეგად. სწორედ ამიტომ, რომ მივიდეთ კომპოზიციის სტილის გაგებამდე, უნდა ვიცოდეთ რა არის მისი ფუნქცია საზოგადოებაში. ავტორის აზრით, დასავლურ კულტურაში მუსიკალური ისტორია შეიძლება პერიოდებად დაიყოს. მნიშვნელოვანია არა მარტო წამყვანი მუსიკალური ჟანრები ყოველ პერიოდში, არამედ კომპოზიტორები, რომლებმაც ეს ჟანრები დაახასიათეს.
მუსიკის ისტორია
პერიოდი;
მუსიკალური ფორმა და სტილი
შუა საუკუნეები (450-1450)
·
გრეგორიანული სიმღერა;
·
საერო მუსიკა;
·
პილიფონია.
რენესანსი(1450-1600)
·
საღმრთო მუსიკა: მოტეტი, მესა;
·
არარელიგიური მუსიკა: ვოკალური მუსიკა;
·
მადრიგალი;
·
ინსტრუმენტული მუსიკა.
ბაროკო(1600-1750)
·
დიდი კონცერტი(El concierto grosso);
·
ფუგა;
·
ოპერა;
·
სონატა;
·
ქორო;
·
კანტატა;
·
ორატორიო(El oratorio).
კლასიციზმი(1750-1820)
·
სონატა;
·
თემა და ვარიაციები;
·
მინუეტო და ტრიო;
·
რონდო;
·
სიმფონია და კონცერტი;
·
კლასიკა;
·
პალატის მუსიკა.
რომანტიზმი(1820-1900)
·
კანტო;
·
ნაციონალიზმი.
XX საუკუნე(1900-1950)
·
იმპრესიონიზმი და სიმბოლიზმი;
·
ნეოკლასიციზმი;
·
ექსპრესიონიზმი;
·
სერიალიზმი;
·
ელექტრონული მუსიკა;
·
შემთხვევითი მუსიკა;
·
მიკროტონური მუსიკა;
·
ჯაზი;
·
ბლუზი;
·
ცოცხალი მუსიკა;
·
რეგი;
·
როკი.
მუსიკის გამოყენება მკურნალობის
მიზნით
მუსიკა გავლენას ახდენს
ორგანიზმზე, განსაკუთრებით ნერვულ სისტემაზე. მთელი ისტორიის მანძილზე მუსიკა სასარგებლოდ
მიიჩნეოდა მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური სამკურნალო ეფექტების გამო, განსაკუთრებით
ხაზი უნდა გავუსვათ სტრუქტურული ელემენტების გავლენას(სიხშირე, ტალღის სიგრძე, ტემბრი,
ჰარმონია და რიტმი). რიტმი და ტექსტი იმათ ქცევაზე ახდენს გავლენას, ვინც უსმენს განსაზღვრულ
მუსიკას, თუმცა ეფექტი მიმღების მგრძნობელობაზეა დამოკიდებული. არსებობს სამეცნიერო
ანალიზები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ადამიანის ქცევაზე მუსიკა დიდ გავლენას ახდენს. „მუსიკა გავლენას ახდენს სუნთქვის სიხშირეზე, არტერიულ წნევაზე, კუჭის შეკუმშვასა და ჰორმონების დონეზე. გულის რიტმები ჩქარდება და ნელდება, ისევე როგორც მუსიკის რიტმები. ასევე ცნობილია, რომ მუსიკას შეუძლია ტვინის ელექტრული იმპულსები შეანჯღრიოს. მუსიკას შეუძლია ჯანმრთელობაზე როგორც პოზიტიურად, ისე ნეგატიურად იმოქმედოს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მუსიკას აქვს უნარი ტკივილი შეამციროს, გააუმჯობესოს მეხსიერება და შეამციროს სტრესი.
მუსიკოთერაპია
მიუხედავად იმისა, რომ
მუსიკოთერაპიის წარმომავლობა XVI საუკუნეს უკავშირდება, ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისით
მუსიკის გამოყენება ჩაბრისის ნარკვევებში(1999)
გაჩნდა, რომელიც პრესტიჟულ ჟურნალ
“NATURE”-ში გამოიცა. ჩაბრისი მიმართავს სახელწოდებას „მოცარტის ეფექტი“,
რომელიც ფართოვდება „ბეთჰოვენის ეფექტამდე“. მეცნიერულ ნაშრომებში იგი სხვა დიდ კომპოზიტორებსაც მოიხსენიებს.
მუსიკოთერაპია გულისხმობს
მუსიკის გამოყენებას სამკურნალო თვალსაზრისით. მისი მიზანია პიროვნების ფიზიკური, ემოციური,
კოგნიტური თუ სოციალური ფუნქციონირების აღდგენა, გაზრდა ან შენარჩუნება. ეს ტექნიკა
განხორციელდა გაწვრთნილი პროფესიონალების მიერ, რომლებსაც მუსიკოთერაპევტები ეწოდებათ.
ისინი ისეთ განსხვავებულ სფეროებს აერთიანებენ, როგორიცაა მუსიკა, ფსიქოლოგია და პედაგოგია.
სტანდარტიზაცია: მუსიკოთერაპიული
მიზნები, მისწრაფებები და პროგრესი აღწერილია მკურნალობის გეგმაში, კლიენტის გადასახადი
თანხის მიხედვით, და მიღებულია AMTA -ს კლინიკური პრაქტიკის სტანდარტის მიხედვით. მუსიკის
არჩევანი და განსაზღვრული აქტიური მუსიკალური გამოყენება იცვლება (მოდიფიცირებულია)
კლიენტის მიერ უპირატესობის მინიჭებისა და
ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით(მაგალითად სიმღერა და მუსიკა შეიძლება განსხვავდებოდეს).
გამოყენება: მუსიკით მკურნალობა არის
ტერმინი რომელიც მოიცავს მუსიკოთერაპიისა და მუსიკალური მედიცინის სფეროებს .მუსიკოთერაპია
,როგორც პროფესია,როგორც აღვნიშნე,ოფიციალურად შეიქმნა 1950 წელს. მუსიკალური მედიცინა
განსაკუთრებით განვითარდა ბოლო ოც წელიწადში
.
ფსიქოლოგიური მკურნალობა
ტვინის დაზიანებები :
როდესაც ტვინი დაზიანებულია
,მაგრამ გარკვეული ნერვული გზები შენარჩუნებულია,
ლაპარაკი და მუსიკა გამოიყენება როგორც თერაპია. უამრავი ჩანაწერი არსებობს იმ ფენომენის
შესახებ თუ რამდენად დადებითი შედეგი გამოიღო მუსიკით თერაპიამ ტვინის დაზიანებისა და დაღვევების დროს. მუსიკოთერაპიამ
შეიძლება აამაღლოს განწყობა ,სოციალური ინტერაქცია.მუსიკით
შესაძლებელია დადგინდეს ტვინის შესაძლებლობები- რამდენად ახერხებს კომპლექსური კოგნიტური
დავალების შესრულებას.
ბიოუკუკავშირი და მუსიკა.
ბიოუკუკავშირი გაუმჯობესებულია
წინასწარ შერჩეული მუსიკის მოსმენით. ფსიქონეიროიმუნოლოგიასთან ერთად მოქმედებს აუტოიმუნურ
ნერვულ სისტემაზე .მუსიკა გავლენას ახდენს ისეთ გაზმოვად სიდიდეებზე,როგორიცაა: გულისცემა,
სისხლის წნევა და სტრესული ჰორმონის გამოყოფა.
ტკივილის მენეჯმენტი. შნაიდერისა და კლეინის
საექთნო კვლევის უზრუნველყოფის ყოველწლიურ მიმოხილვაში, განხილული იყო 98 შემთხვევა პაციენტების ტკივილსა და სტრესის შემცირებაზე მუსიკოთერაპიის ზეგავლენის შესახებ.სტატიაში აღნიშნულია მუსიკის
მნიშვნელობა და გამოყენების შესაძლებლობა საექთნო პრაქტიკაში.
პილოტურმა კვლევამ აჩვენა,რომ მუსიკას დამატებული ვიბრაციით თერაპია ამცირებდა ტკივილს და აძლიერებდა
რელაქსაციას პარაპლეგიის ან ტეტრაპლეგიის მქონე პაციენტებში. აუტოიმუნური ნერვული სისტემის
ცვლადები კორელირებდა რელაქსაციასთან. შედეგი იზომებოდა თითების ტემპერატურის ,ელექტროდერმული
აქტივობის, გულისცემისა და სუნთქვის სიხშირის გაზმოვით.
იმპროვიზებული მუსიკამ
, იმის გამო რომ უშუალო და ინტიმურია , შეიძლება პაციენტში ემპათია გამოიწვიოს.ბუნება შეიძლება ყველაზე ეფექტური ენერგიის
წყარო იყოს (წვიმის წვეთების ხმა,წყლის ჩხრიალი...). ბოლო დროის კვლევები აჩვენებს
კავშირს მუსიკით მედიტაციას ,კათარზისსა და დაავადებებს შორის კავშირს.ამავე დროს,
აღნიშნულია ,რომ კარგი იქნება ჩატარდეს მეტი ინტერდისციპლინარული კვლევები მუსიკოთერაპევტებისა
და პროფესიონალი ჯანდაცვის მუშაკების მიერ.
მუსიკა გამოიყენება პოსტანესთეზიური
თერაპიისას,რადგან შეიძლება პოზიტიურად იმოქმედოს ტკივილის გაყუჩებაზე. ზოგ ქირურგიულ
განყოფილებას აქვს სპეციალური საიტები მუსიკის მოსმენის პროგრამებით.პაციენტებს ურჩევენ
მოუსმინონს მუსიკას, აღმოჩნა ,რომ ასეთ შემთხვევაში ისინი საავადმყოფოში ყოფნისას ნაკლებ ტკივილს გრძნობენ,უფრო რელაქსირებულები არიან
და არ აწუხებთ გარედან მომდინარე ხმები.
მუსიკა
და რელაქსაცია გამოიყენეს კუჭის ოპერაციის შემდგომი ტკივილების დროს, პაციენტებთან
რომლებიც ოპიოდების მიღების შემდეგაც ვერ გრძნობდნენ შვებას.უფრო ეფექტური კი ,რა თქმა
უნდა მუსიკისა და სხვა სარელაქსაციო თერაპიის ერთობლივი გამოყენება გახლდათ.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაზაინებები: ინსულტის შემდეგ ტვინს აკუსტიკური სიგნალის ‘თარგმნა’ და სინქრონიზებულ მოძრაობაში გადატანა არ შეუძლია,რაც
კოორდინაციის დარღვევას იწვევს.სამედიცინო
ჟურნალ Brain-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ინსულტის გადატანის შემდეგ
ადრეულ ეტაპზე პაციენტის მიერ მუსიკის მოსმენა აჩქარებს აღდგენით პროცესებს.
ფინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს,
რომ თუ ინსულტგადატანილი ავადმყოფი ყოველდღიურად 2 სააათის განმავლობაში უსმენს მუსიკას,
მათი ვერბალური მახსოვრობისა და ყურადღების კონცენტრირების უნარი უფრო სწრაფად აღდგება
და გარდა ამისა, აღენიშნებათ უფრო პოზიტიური განწყობა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც
არ უსმენდენ არაფერს ან უსმენდნენ მხოლოდ აუდიო ლიტერატურას. ეს ფაქტი ადამიანებზე
აღნიშნული ეფექტის დადგენის პირველი შემთხვევაა და მკვლევარებს სწამთ, რომ იგი მნიშვნელოვანი
განაცხადია კლინიკური პრაქტიკისთვის.
ჰელსინკის უნივერსიტეტისა და თავის
ტვინის კვლევითი ცენტრის მეცნიერები აკვირდებოდნენ ჰოსპიტალში ახლადმიღებულ 60 ინსულტიან
ავადმყოფს. რანდომიზებული, ბრმა კვლევა ჩატარდა 2004 წლის მარტიდან 2006 წლის მაისამდე.
ავადმყოფთა უმრავლესობას ინსულტის შედეგად აღენიშნებოდა მოძრაობასა და კოგნიტიურ პროცესებთან
დაკავშირებული პრობლემები. მკვლევარები აკვირდებოდნენ ავადმყოფებს ინსულტის გადატანიდან
6 თვის მანძილზე. პირველ ჯგუფს ასმენინებდნენ მუსიკას (ჯანრის საკუთარი შერჩევით),
მეორეს - აუდიო-წიგნებს, ხოლო საკონტროლო ჯგუფი არაფერს არ უსმენდა. ერთდროულად ყველასთვის
ტარდებოდა ინსულტის სტანდარტული სარეაბილიტაციო პროცესები.
დაკვირვებიდან სამი თვის შემდეგ
დადგინდა, რომ პირველ ჯგუფში ვერბალური მახსოვრობა გაუმჯობესდა 60%-ით, მეორე ჯგუფში
- 18%-ით და საკონტროლო ჯგუფში - 29%-ით; ყურადღების კონცენტრაციის უნარმა მოიმატა
მხოლოდ პირველ ჯგუფში (17%-ით) და ასევე, პირველ ჯგუფში აღინიშნა ყველაზე ნაკლები დეპრესიები
და ნეგატიური განწყობა. ავტორთა თქმით, იგივე შედეგები დაფიქსირდა დაკვირვებიდან ექვსი
თვის შემდეგ.
ფინელ მკვლევართა აზრით, მუსიკოთერაპია
შეიძლება წარმატებით დაემატოს ამჟამად არსებულ ინსულტიანი ავადმყოფების სარეაბილიტაციო
მეთოდებს. მათივე თქმით, ეს მეთოდი იაფია, ხელმისაწვდომი და შესაძლებელია მისი გამოყენების
დაწყება მკურნალობის სხვა მეთოდებზე ადრე.
ტიპის მუსიკა გამოიყენება
პარკინსონის დაავადების მქონეებთანაც.
მუსიკოთერაპიის გამოყენება
პედიატრიაში:
მუსიკოთერაპიას შეუძლია
შეამციროს შფოთვა სიმსივნის მქონე ბავშვებში.მუსიკოთერაპისტი ბავშვს ასწავლის რელაქსაციის
ტექნიკებსა და ეხმარება პაციენტს ტკივილსა და სტრესს გაუმკლავდეს.
მუსიკოთერაპია გამოიყენება
მეტყველების განსავითარებლად.გარდა ამისა , გამომდინარე იქედან ,რომ ადამიანის სიცოცხლე
იწყება საშვილოსნოდან , შესაფერისი მუსიკის მიწოდებამ (დედის მიერ მოსმენამ) შეიძლება
ბავშვის კოგნიტურ განვითარებაზე დადებითად
იმოქმედოს.
ყურადღების კონცენტრაციის
დარღვევა :მუსიკის სამედიცინო კვლევებმა
აჩვენა,რომ იმ ბავშვების 70 % რომელთაც ყურადღების დარღვევა ჰქონდათ და ნეიროფსიქოლოგიური
კონსულტაციები ფონურ მუსიკასთან(მოცარტის ნაწარმოებები)
ერთად ჩაუტარდათ , მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ქცევის დარღვევები: იმპულსურობა, უყურადღებობა
და სოციალური უნარები განუვითარდათ ვიდრე იმ ბავშვებს ,რომელთაც მხოლოდ ნეიროფსიქოლოგიური
კონსულტაცია გაიარეს. მუსიკა 8 ,10,12 ბიტის
მელოდიებისგან შედგებოდა,ხშირად გამოიყენებოდა მაღალი აკორდები და ნელი რიტმი.
მუსიკოთერაპიის გამოყენება
შეიძლება მოდუნების მიზნითაც, პიროვნების ფსიქოფიზიკური დასვენებისთვის. ამ
თვალსაზრისით მივმართავთ სხვადასხვა ავტორის კომპოზიციებს:
·
ბეთჰოვენი (Beethoven) - Minueto, Sinfonía heroica, para Elisa,
sonata Claro de Luna
·
ბრამსი(Brahms) - Vals
op.39 N15, Canción de cuna
·
ბახი(Bach) - Largo de concierto en la suite en si
bemol, concierto de Brandemburgo.
·
შუბერტი(Schubert) - Sinfonía
inacabada, Ave María
·
ვივალდი(Vivaldi) - Concierto para
oboe
·
მოცარტი(Mozart) - Andante
·
შოპენი(Chopin) - Tristeza
·
ალბინონი(Albinoni) - Adagio
·
სენ-სანსი(Saint-Saens) - Carnaval
de los Animales
·
ოფენბახი(Offenbach) - Barcarola
·
ჩაიკოვსკი(Tchaikowsky) - La
sexta sinfonía
·
დებიუსი(Debussy) - El
mar. Claro de Luna
·
ვაგნერი(Wagner) - Preludio
de Parsifal
·
სტიველი(Stivell) - Renacimiento
del arpa
მასტიმულირებელი ნაწარმოებები:
·
ვაგნერი(Wagner) - La
gran marcha de Tannhauser. El final de los Maestros cantores, la Obertura
de Rienzi
·
ბოკერინი(Boccherini) - Minueto
·
მოცარტი(Mozart) - Minueto
Don Juan
·
ბოროდინი(Borodin) - El
Príncipe Igor
·
იკორეზი(Popular escocesa) - Días Lejanos
·
ნეაპოლიტანური სიმღერები(Popular napolitana) - Santa Lucía
ენერგიის მომმატებელი ნაწარმოებები:
·
ელგარი(Elgar) - Marcha
de Pompa y Circunstancia N1
·
ვერდი(Verdi) - Marcha triunfal de Aida
·
ჩაიკოვსკი(Tchaikowsky) - Marcha
Eslava
·
მოცარტი(Mozart) - Marcha
Turca, Las Bodas de Fígaro, Serenata, Sinfonía Júpiter
·
ფორე(Faure) - In Paradisum
·
ტოზელი(Toselli) - Serenata
·
როსინი(Rossini) - Obertura
de Guillermo Tell
მუსიკა გამოიყენება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში
,სხვადასხვა ფსიქოლოგიური აშლილობის მქონე პაციენტებთნ.
შედეგები: უმჯობესდება საერთო მდგომარეობა, ფსიქიკური მდგომარეობა,
მღელვარების მართვა, სოციალური და ემოციური ფუნქციონირება.
განსაკუთრებული შედეგები: მცირდება კუნთების დაძაბულობა, კლებულობს გაღიზიანებადობის
დონე,იზრდება ინტერპერსონალური ურთიერთობები,იზრდება თვითგამოხატვა და
თვითცნობიერება,უმჯობესდება აღქმა და გრძნობების დიფერენციაცია
უმჯობესდება აბრეაქციის(ემოციებისაგან გამოწვეული დაძაბულობისაგან
გათავისუფლება) განსაზღვრის, თავის დამშვიდების,თვითშეცნობის და ტრავმულ ტრიგერებთნ
გამკვლავების შესაძლებლობა,უმჯობესდება საკუთარ თავთან დამოკიდებულება, იზრდება საკუთარი
თავის პატივისცემა,იზრდება ვერბალიზაცია,უმჯობესდება ჯგუფთან შეკავშირებულობა,იზრდება
მოტივაცია.
მხატვრობის, ცეკვის, და
მუსიკის თერაპიას ჯერ არ შეუღწევია ყველა სფეროსა თუ მოსახლეობის ყველა ფენაში . მუსიკოთერაპიისა
და სამედიცინო დანიშნულებით მუსიკის გამოყენებაზე სხვადასხვა მიმართულებით ტარდება
კვლევები ,მათ შორის :
ტვინის დაზიანება, შემეცნებითი დისფუნქცია,
ტკივილის მართვის და ძვალ-კუნთოვანი
დაზიანებების დროს. ასევე არტ თერაპია ნაკვლევია სექსუალურ ძალადობასთან , ესთეტიკასთან და პედიატრიასთან
მიმართებით.
ექსპერიმენტი: დოქტორმა მასარუ ემოტომ
ჩაატარა კვლევა-მუსიკის ზეგავლენა წყლის მოლეკულაზე.სხვადასხვა ტიპის მუსიკისა თუ სიტყვათა წყლისთვის განმეორებითი ექსპოზიციით მან მიიღო სხვადასხვა
სტრუქტურის მოლეკულები.რაც იმის დამადასტურებელია,რომ მუსიკა რეალურად ახდენს გავლენას
და არა მხოლოდ ადამიანზე.
XXI საუკუნეში მუსიკის უამრავი
ჟანრია , რომლებიც უფრო და უფრო ვითარდებიან.
სუბკულტურების რაოდენობის
ზრდასთან ერთად იზრდება ახალი ტიპის მუსიკის შექმნა, და თითეული გამხატავს ამ ადამიანების
შინაგან ემოციას ,რაც თვისთავად გულისხმობს იმას, რომ მათთვის ასეთი ტიპის მუსიკა იმ
მომენტისთვის თერაპიულ დატვირთვას ატარებს.
კულტურა არაფერია თუ არა ადამინის ემოციისა და იდეოლოგიის გამოხატულება , სწორედ
ამიტომ , მიუხედავად იმისა თუ როდის ჩამოყალიბდა დარგი -მუსიკოთერაპია ,მუსიკას ,გარკვეულ
რიტმს,ჭექა-ქუხილის თუ წვიმის შხაპუნის ხმას პირველყოფილი ადამიანებიდან მოყოლებული ,ჩემი აზრით, თერაპიული გავლენა ყოველთვის ჰქონდა
.
აავტორი : ნატა ძაძამია
გამოყენებული ლიტერატურა:
bib_mentalhealth
– El-book